"ხეტაფესთან" მატჩის განაცხადი ცნობილია

  • 5-01-2019, 16:37
  • "ხეტაფესთან" მატჩის განაცხადი ცნობილია

    ერნესტო ვალვერდემ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც "ბარსელონას" წლის პირველი მატჩის განაცხადში მოხვდნენ.

    ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ უმტიტი, სამპერი, ვერმალენი და რაფინია, ხოლო მუნირი განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩა.

    კარგი ამბავი ისაა, რომ განაცხადს სერჟი რობერტო და მალკომი დაუბრუნდნენ. განაცხადშია სერჟიო ბუსკეტსიც, რომლის "ხეტაფესთან" თამაში საეჭვო იყო. 19-კაციან სიაში მოხვდა გუნდის ახალწვეული ხეისონ მურილიოც.

    "ბარსელონას" სრული განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, მალკომი, ლანგლე, მურილიო, ალბა, ს. რობერტო, ალენია, ვიდალი.

    შეხვედრა ხვალ, 6 იანვარს, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

    თეგები: ხეტაფე

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    B A R C A M A N წევრი [?]

    5 იანვარი 2019 20:52

    კარგია მალკომი ათამაშოს!

    4
    გასულია
    sergio busquets5 წევრი [?]

    5 იანვარი 2019 18:04

    სილესენი,პიკე,ლენგლე,სემედუ,ალბა, რაკიტიჩი, კოუტინიო, ბუსკეტსი,მესი, დემბელე, სუარეზი.

    4
    გასულია
    ლეო წევრი [?]

    5 იანვარი 2019 17:46

    სილკ უნივერსალზე იქნება?

    4
    გასულია
    Sergio5 ფანი [?]

    5 იანვარი 2019 16:51

    მურილიო როდის შეძლებს თამაშს?

    12

    პარტნიორები

    Flashscore.ge