მესი ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა

  • 23-12-2018, 17:32
  • მესი ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა

    ლიონელ მესიმ სარეკორდო, რიგით მე-5 "ოქროს ბუცი" რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა და ამ ჯილდოს კიდევ ერთხელ მოგებაზე ზრუნვა დაიწყო.

    "სელტასთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში ლეომ, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, მე-15 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში 30 ქულა დააგროვა. ის შვედეთში მოთამაშე პაულინიოსა და ესტონეთში მოთამაშე ქართველს, ზაქარია ბეგლარიშვილს გაუთანაბრდა. მის წინ ასევე ესტონეთში მოთამაშე ლილიუა, რომელსაც 31 ქულა აქვს.

    ესპანეთის ჩემპიონატში გატანილი ყოველი გოლი 2 ქულით ფასდება, შვედეთში - 1.5 ქულით, ხოლო ესტონეთში - 1 ქულით. აქედან გამომდინარე, მესის ყოველი გოლი მიზნამდე უფრო სწრაფად მიაახლოებს, ვიდრე მის ამჟამინდელ კონკურენტებს.

    ათეულში შემავალი ფეხბურთელებიდან მესის ერთადერთ კონკურენტად სერია A-ს ბომბარდირი პიონტეკი უნდა განვიხილოთ, რომლის აქტივშიც 13 გოლი და 26 ქულაა.

    "ოქროს ბუცისთვის" მებრძოლთა საუკეთესო ოცეული ასე გამოიყურება:

    1. ლილიუ (ნომე კალჟუ), 31 გოლი, 31 ქულა
    2. ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა), 30 გოლი, 30 ქულა
    3. პაულინიო (ჰაკენი), 20 გოლი, 30 ქულა
    4. ლიონელ მესი (ბარსელონა), 15 გოლი, 30 ქულა
    5. პატრიკ ჰობანი (დუნდალკი), 29 გოლი, 29 ქულა
    6. მბაიე დიანე (ქაზიმფაშა), 18 გოლი, 27 ქულა
    7. რობერტ სკოვი (კოპენჰაგენი), 18 გოლი, 27 ქულა
    8. რომან დებელკო (ლევადია), 27 გოლი, 27 ქულა
    9. ლინუს ჰანელიუსი (სუნდსვალი), 18 გოლი, 27 ქულა
    10. პიონტეკი (ჯენოა), 13 გოლი, 26 ქულა
    11. კილიან მბაპე (პსჟ), 13 გოლი, 26 ქულა
    12. ემილიო სალა (ნანტი), 12 გოლი, 24 ქულა
    13. ნიკოლას პეპე (ლილი), 12 გოლი, 24 ქულა
    14. ლუკა იოვიჩი (აინტრახტი), 12 გოლი, 24 ქულა
    15. პაკო ალკასერი (დორტმუნდი), 12 გოლი, 24 ქულა
    16. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი), 12 გოლი, 24 ქულა
    17. ნიკოლაი კომლიჩენკო (მლადა), 15 გოლი, 22.5 ქულა
    18. პაველ სავიცკი (ბრესტი), 15 გოლი, 22.5 ქულა
    19. ნეიმარი (პსჟ), 11 გოლი, 22 ქულა
    20. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი) 11 გოლი, 22 ქულა

    კომენტარები [ 15 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    15 - 24 დეკემბერი 2018 12:07

    ზაქარია ბეგლარიშვილს უთქვამს მესი ვინ ჩემი ფეხებიაო, ევროპაში მე ვარ პირველიო....

    ციტატა: azulgerana
    ტრამვა არ მიეღო და იმ ადვილ თამაშებში გენახათ რამდენს დაიგროვებდა

    ეხლა ზაქარიაზე მეტს ვერაფრით დააგროვებდა, თქვენ ბეგლარიშვილი რონალდუ ხო არ გგონიათ, მარტო პენალტებით რო იტანს.

    0
    გასულია

    14 - 24 დეკემბერი 2018 03:59

    ტრავმამ შეუშალა ხელი თორე გაცილებით მეტს გაიტანდა მესი

    0
    გასულია

    13 - 24 დეკემბერი 2018 03:33

    მესი ვერასდროს მივა ზაქარიასთან ... რა სათაურია მე მეგინა ღადაობდნენ :დდ

    3
    გასულია

    12 - 23 დეკემბერი 2018 22:25

    საღოლ რა მესი, იმენნა დღითი დღე გვაოცებს joy

    2
    გასულია

    11 - 23 დეკემბერი 2018 20:54

    სათაურზე სიცილი ვერშევიკავე smile

    8
    გასულია

    10 - 23 დეკემბერი 2018 20:08

    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ასეთ მზეობა სტატიას ჰალას ადმინიც ვერ მოიგონებდა ...

    შეგიძლია აქ ნახო) ჰალას ადმინს გაუვრცელებია თურმე ეგ ჭორი)))

    5
    --------------------
    "კაცმა ცხოვრებაში შესაძლოა, პოლიტიკური პარტია, რელიგია ან სულაც ცოლი შეიცვალოს, რასაც ვერ გაუბედავს საფეხბურთო კლუბს."
    გასულია

    9 - 23 დეკემბერი 2018 19:59

    ციტატა: I love barca
    ისე ყველგან ერთნაირი ინდა იყოს რადგან ერთ ფეხბურთელს მეორეზე მეტი გოლი რომ ჰქონდეს შეიძლება მეორემ აიღოს ოქროს ბუცი

    მესი რო ესტონეთის ჩემპიონატში თამაშობდეს რამდენი გოლი ექნება შენი აზრით?

    8
    --------------------
    6-2 5-0 4-0 5-1 გაგრძელება იქნება....
    საიტზეა

    8 - 23 დეკემბერი 2018 19:06

    ციტატა: Ikks
    ციტატა: (გიო)
    ციტატა: luka kule
    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის

    მეც ასევე

    ნუ ქართველი როა ეგ სტატიაშიც ითქვა, შეიძლება მალე ესტონეთის ნაკრებშიც ითამაშოც შემოთავაზება ააქვს და ალბათ ესეც მოხდება

    ა უბრალოდ ქართველია? მეგონა ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშობდა და მეთქი ნაკრებში რატო არ ჩანს)))

    კი ქართველია თბილისში დაბადებული გაზრდილი, ლოკომოტივშიც თამაშობდა თუარვცდები ნუ ჩემპიოატში რო თამასობდა ეგ ვიცი, ამხანაგურ შეხვედრაც ააქვს ნათამაშევი ჩვენი ნაკრების და ახალგაზრდულშიც უთამაშია, პროსტა არ მიძხებდნენ და მაგიტო მინდა ესტონეთის ნაკრებში თამაშიო

    2
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    გასულია

    7 - 23 დეკემბერი 2018 18:51

    ციტატა: (გიო)
    ციტატა: luka kule
    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის

    მეც ასევე

    ნუ ქართველი როა ეგ სტატიაშიც ითქვა, შეიძლება მალე ესტონეთის ნაკრებშიც ითამაშოც შემოთავაზება ააქვს და ალბათ ესეც მოხდება

    ა უბრალოდ ქართველია? მეგონა ჩვენი ქვეყნის სახელით თამაშობდა და მეთქი ნაკრებში რატო არ ჩანს)))

    0
    საიტზეა

    6 - 23 დეკემბერი 2018 18:48

    ციტატა: luka kule
    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის

    მეც ასევე

    ნუ ქართველი როა ეგ სტატიაშიც ითქვა, შეიძლება მალე ესტონეთის ნაკრებშიც ითამაშოც შემოთავაზება ააქვს და ალბათ ესეც მოხდება

    0
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    გასულია

    5 - 23 დეკემბერი 2018 18:43

    ეგრე რა, გადაასწროს და საბოლოოდ შეწყდება მესის ზაქარიასთან შედარება unamused

    9
    გასულია

    4 - 23 დეკემბერი 2018 18:40

    ისე ყველგან ერთნაირი ინდა იყოს რადგან ერთ ფეხბურთელს მეორეზე მეტი გოლი რომ ჰქონდეს შეიძლება მეორემ აიღოს ოქროს ბუცი

    0
    გასულია

    3 - 23 დეკემბერი 2018 18:24

    ყოჩაღ მესი...რამფერ მოახერხა?! stuck_out_tongue_winking_eye

    0
    გასულია

    2 - 23 დეკემბერი 2018 18:02

    ციტატა: Ikks
    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის

    მეც ასევე

    2
    გასულია

    1 - 23 დეკემბერი 2018 17:41

    ვინაა ეს ზაქარია ? :/ პირველად მესმის

    2
    მოგვიწონე Facebook-ზე და გაიგე ყველაფერი პირველმა