Daily Mail: "ჩელსი" კრისტენსენს არ უშვებს
Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ჩელსის" ცენტრალური მცველი ანდრეას კრისტენსენი, რომლითაც კატალონიის "ბარსელონა" აქტიურადაა დაინტერესებული, ლონდონურ კლუბში მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
ინგლისური წყაროს ცნობით, "ლურჯები" 22 წლის ფეხბურთელის გაშვებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ აპირებენ, მიუხედავად მისი მცირე სათამაშო დროისა და "ბარსელონას" ინტერესისა, რომელიც მზადაა დანიელი მცველი სეზონის მე-2 ნახევარში იჯარით აიყვანოს.
კრისტენსენმა ინგლისური პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ცენტრალური მცველის საკითხს დღეს გადაწყვეტს. თუ კატალონიელებს კრისტენსენის შეძენაზე არაფერი გამოუვიდათ, ისინი "ვალენსიადან" ხეისონ მურილიოს დაიმატებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]