ფრანკ დე ბური: სილესენმა "ბარსელონა" უნდა დატოვოს

ფრანკ დე ბური: სილესენმა "ბარსელონა" უნდა დატოვოს

ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ფრანკ დე ბური "ბარსელონას" სათადარიგო მეკარეს, იასპერ სილესენს კატალონიური კლუბიდან წასვლას ურჩევს.

"ეჭვგარეშეა, რომ ტერ შტეგენი შესანიშნავი მეკარეა. თუმცა, ეს არ უარყოფს იმას, რომ სილესენმა სეზონში მინიმუმ 35 მატჩი უნდა ჩაატაროს. ჩემთვის იასპერი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. ის უნდა გადავიდეს ისეთ კლუბში, სადაც მოედანზე ხშირად გავა." - ციტირებს დე ბურის სიტყვებს Marca.

სილესენმა მიმდინარე სეზონში სულ 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაუშვა. მისი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 17 დეკემბერი 2018 19:42
    2
    ზამენა ცოდვააა, ყოველ მესამე თამაშზე სილესენი უნდა გავიდეს მოედანზე. ეს სრულიი უსამართლობააა angry
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 17 დეკემბერი 2018 19:38
    3
    დარჩეს ლიგას მოიგებს