"იუვენტუსი" ანდრე გომეშით ისევ დაინტერესდა

"იუვენტუსი" ანდრე გომეშით ისევ დაინტერესდა

ტურინის "იუვენტუსმა" კატალონიის "ბარსელონადან" "ევერტონში" განათხოვრებული პორტუგალიელი ნახევარმცველისადმი, ანდრე გომეშისადმი ინტერესი განაახლა.

ინგლისური The Sun-ის ინფორმაციით, ტურინელები მზად იქნებიან მომავალ ზაფხულში 25 წლის შუახაზელისთვის ბრძოლაში ჩაერთონ და "ევერტონსა" და "ტოტენჰემს" კონკურენცია გაუწიონ.

ანდრე გომეშმა "ევერტონის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი "ბარსელონასთან" 2021 წლის ზაფხულში იწურება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.