რონალდ დე ბურის რჩევა იასპერ სილესენს
ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რონალდ დე ბური, რომელსაც კარიერის მცირე ნაწილი "ბარსელონაშიც" აქვს გატარებული, კატალონიური გუნდის მეკარე იასპერ სილესენზე საუბრობს.
"კარგი იქნებოდა, სილესენს მეტი სათამაშო დრო რომ ჰქონდეს. მას სეზონში 25-30 მატჩში მაინც უნდა უწევდეს მოედანზე ყოფნა. ჩემი აზრით, იასპერი 10 საუკეთესო მეკარეს შორისაა და ვურჩევ, სხვა კლუბში გადავიდეს. "ბარსელონაში" პრობლემა ისაა, რომ მის პოზიციაზე კიდევ ერთი შესანიშნავი კიპერი თამაშობს.
სილესენმა მეორე მეკარის სტატუსის მიღებაზე თანხმობა ადრე თავად განაცხადა, ახლა კი კარიერის სხვაგან გაგრძელების შანსი აქვს და ამაზე აუცილებლად უნდა იფიქროს. საბოლოო გადაწყვეტილებას ის მიიღებს". - აცხადებს დე ბური AS-თან ინტერვიუში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]