"ლევანტეს" მორალესი დაუბრუნდა

"ლევანტეს" მორალესი დაუბრუნდა

"ბარსელონასთან" მატჩამდე 2 დღით ადრე, "ლევანტეს" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, ხოსე ლუის მორალესი დაუბრუნდა, რომელმაც ლა ლიგის წინა ტურში ტრავმა მიიღო და ერთი კვირა გაუცდა. Sport-ის ინფორმაციით, 31 წლის ვინგერი "ბარსასთან" თამაშისთვის მზად იქნება. 

სამაგიეროდ, ვალენსიურ კლუბს პედრო ლოპესი, სამუ გარსია და შეიკ დუკურე არ ეყოლება. 

რაც შეეხება კატალონიელებს, ერნესტო ვალვერდეს გუნდის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ლუის სუარესის და არტურის შემდეგ, ბოლოს, ვარჯიში სერჟი რობერტომ განაახლა და სავარაუდოდ, გუნდის დახმარებასაც მალე მოახერხებს. 

"ლევანტეს", რომელიც სატურნირო ცხრილში 15 ტურის შემდეგ მე-6 ადგილს იკავებს, "ბარსელონა" 16 დეკემბრის საღამოს შეხვდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    77mishka77
    სტუმარი [?]
    #1 15 დეკემბერი 2018 12:33
    0
    გაზაფხულზე ცაგებული 5-4 უნდა ამოუნაზღაუროთ მაგ პიტალოებს