ფილიპ ლამი – “მე ვიქნები ბედნიერი, თუ კარიერას “ბარსელონაში” განვაგრძობ”

ფილიპ ლამი – “მე ვიქნები ბედნიერი, თუ კარიერას “ბარსელონაში” განვაგრძობ”

24 წლის ასაკში იგი გერმანიის ერთ-ერთ კაშკაშა ფეხბურთელად ითვლება და ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ბედნიერი იქნება, თუ მისი კარიერა "ბარსელონაში” გაგრძელდება.

მიუნხენის "ბაიერნის” განაპირა მცველი შეიძლება გახდეს "ბარსელონაში” ჯანლუკა ძამბროტას შემცვლელი. რადგან იტალიელმა უკვე 30 გადააჭარბა, გერნამელი კი მხოლოდ 24 წლის არის, მაგრამ მას უკვე დიდიგამოცდილება აქვს "ბაიერნში” და გერმანიის ნაკრებში თამაშით.

ჯერ კიდევ გარკვეული დროის წინ გერმანული ავტორიტეტული გამოცმები აქტიურად გადმოსცემდნენ ლამის ლურჯ-წითლებში გადასვლის შესაძლებლობას, მაგრამ დღეს უკვე ფეხბურთელიც აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი ამ ტრანსფერის. გერმანულ გაზეთ”BILD”-ის ცნობით ლამმა შემდეგი განაცხადა: "მე ბედნიერი ვიქნებოდი კარიერა გამეგრძელებინა "ბარსელონაში”, ისევე როგორც "ჩელსიში” და მადრიდის "რეალში”, რადგან ამ გუნდებში არის იდეალური საშუალება პროგრესირებისათვის. მე ახლა 24 წლის ვარ, ჩემი აზრით იდეალური ასაკი დიდ კლუბში გადასასვლელად არის 25 ან 26 წელი, შემდეგ შეიძება უკვე გვიან იყოს”.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.