რობერტ ფერნანდესი: დემბელეს ყიდვის დროს ვიცოდით, რომ მას ეს პრობლემები ჰქონდა

რობერტ ფერნანდესი: დემბელეს ყიდვის დროს ვიცოდით, რომ მას ეს პრობლემები ჰქონდა

"ბარსელონას" ყოფილი სპორტული დირექტორი რობერტ ფერნანდესი, რომელიც უსმან დემბელეს ტრანსფერში იყო ჩართული, ფრანგ ფეხბურთელზე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

"დემბელეს სიტუაცია შემაშფოთებელი არაა. ბევრი ფეხბურთელი მინახავს, ვისაც დილით ძილი უყვარს. საინტერესოა, როგორ გამოდის კლუბიდან ეს ინფორმაცია ასე სწრაფად. როგორ შეიძლება, მსგავსი ინფორმაცია ასე ადვილად იყოს ხელმისაწვდომი.

არ ვამბობ, რომ კლუბს შიგნით პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაცულები. დემბელე შეცდომებს უშვებს, მაგრამ ის ისე უნდა დაიცვა, როგორც სხვა ფეხბურთელები.

როდესაც დემბელეს ვყიდულობდით, ვიცოდით, რომ მას ეს პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მისი ნიჭის გამო ტრანსფერი მაინც გვინდოდა. ეს პრობლემა მოგვარებადია. ის რომ 27 წლის იყოს, სიტუაცია უფრო რთული იქნებოდა, მაგრამ უსმანი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და ვფიქრობ, "ბარსელონაში" ამ პრობლემის მოგვარება შეუძლიათ.

გასულ სეზონში დემბელეს სერიოზული ტრავმა ჰქონდა და ის დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. წავიკითხე, რომ კაპიტნები მას ესაუბრნენ. თუ ეს სიმართლეა, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ის ბევრ რამეს უფრო მარტივად მიხვდება, თუ თანაგუნდლები გვერდით დაუდგებიან." - ციტირებს ფერნანდესი სისტყვებს Sport.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #3 13 დეკემბერი 2018 15:21
    3
    ini da messi ro gvrrdshi edgnen 2 azric araa magashi. coutinhoa chumi krisa da suaresi. orive konkurents xedavs dembeleshi. cou naglad aignorebs. suaresi uchxavis yvelaferze. faqtia ro dembos atamashebas an erti sheewireba an meore
    samuel umtiti
    სტუმარი [?]
    #2 13 დეკემბერი 2018 13:10
    3
    მალე მოიხოდება დემბო
    Culé [?]
    #1 13 დეკემბერი 2018 12:56
    4
    ამან თუ მართლა ესე იბაზრაა