კლემან ლანგლე: არ მაინტერესებს რას აკეთებს დემბელე მოედანს მიღმა, რადგან მოედანზე ის შესანიშნავია

  • 10-12-2018, 23:52
  • კლემან ლანგლე: არ მაინტერესებს რას აკეთებს დემბელე მოედანს მიღმა, რადგან მოედანზე ის შესანიშნავია

    "ტოტენჰემთან" მატჩის წინ, "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, კლემან ლანგლემ, ჟურნალისტებთან უსმან დემბელეზე ისაუბრა. 

    "დღეს დემბელე არ მინახავს, არც თანაგუნდელებთან მისაუბრია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას აკეთებს ფეხბურთელი მოედანზე და არა მის მიღმა. მოედანზე კი, დემბელე შესანიშნავია. მან რამდენიმე კარგი თამაში ჩაატარა, ბოლოს "ესპანიოლთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა. 

    არ ვიცი, რამდენად შეუძლია თამაშს სხვა ქცევები გადაფაროს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ფეხბურთელები ვართ და ამით ვფასდებით. ჩემი აზრით ასეა, თუმცა ვერ ვიტყვი, უნდა დაისაჯოს თუ არა უსმანი. ეს შეკითხვა იმას უნდა დაუსვათ, ვისაც კლუბში მსგავს შემთხვევებზე რეაგირება ევალება". - თქვა ლანგლემ. 

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Don_Andresito [?]

    11 დეკემბერი 2018 14:21

    გუნდის უპატივცემულობაა ეგ. დარწმუნებული ვარ ეს კიდე დააგვიანებს.

    0
    გასულია
    GioO_FCB Culé [?]

    11 დეკემბერი 2018 11:11

    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: nikusha
    ციტატა: M10 S9 D11
    მთლად უდისციპლონობაც არ ვარგა ნუ ჯერ ბავშვია და მაგიტპმაც მოსდის მასე და დროთა განმავლობაში რო გაიზრდება და დაღვინდება მასე აღარ მოიქცევა მარა მოედანზე რო ბრწყივნალეა მაგაზე ორი აზრი არაა მესის მერე ყველაზე პროდუქტიულია



    გაფიცებ რამდენი წლის ხარ ასე რომ საუბრობ და მსჯელობ? ჩემი აზრით მაქს. 15

    თუ ძაან გაინტერესებს 20 წლის ვარ

    ხოდა შენ თუ 20 წლის ხარ დემბელე შენზე დიდია და რას მეუბნები ახლა ის თუ ბავშვია და ეგრე იქცევა შენც ბავშვი ხარ? ბავშვი კი არა კაცია უკვე და მოეთხოვება პროფესიონალიზმი, 21 წლისას რავიცი ცხოვრება უნდა გქონდეს დაგეგმილი კაკ მინიმუმ და მაქსიმალურად სწორ ნაბიჯებს უნდა დგამდე და არ უნდა იყო უნებისყოფო, ყოველშემთხვევაში იმ საქმეში რასაც შენ სამსახურს ეძახი, რომელიც გარჩენს ბოლოსდაბოლოს. ეგ შეიძლება 15 წლამდე არ მოსთხოვო ასე მკაცრად ყველანაირი რეჟიმის დაცვა, მაგრამ მერე უკვე უნდა გინვითარდებოდეს აზროვნება იმ დონემდე რომ მიხვდე თუ რას მოგიტანს შენი გადაწყვეტილებები. ბავშვი კი არა არაპროფესიონალია

    1
    გასულია
    geniosi Culé [?]

    11 დეკემბერი 2018 07:22

    დემბელეს მეტი დრო უნდა მისცეს ვალვერდემ რო აიწყვიტოს მარტო სისწრაფე არაფერს უწყვეტს :)

    1
    გასულია
    Hessi წევრი [?]

    11 დეკემბერი 2018 00:27

    ფეხბურთი არის გუნდური სპორტი, სადაც ყველა უნდა იყოს თანაბარ პირობებში და ყველას ერთნაირად მოეთხოვებოდეს. გამონაკლისების დაშვება ცუდად აისახება სხვა ფეხბურთელებზე და ცუდ მაგალითს მისცემს სხვა ახალგაზრდებს. უდისციპლინობა რასაც უშვება ფეხბურთელებს ბარსელონას გულშიმატკივრებმა კარგად ვიცით. დემბელემ აუცილებლად უნდა გამოასწოროს ეს პრობლემა იქნება ეს დასჯით თუ მოფერებით. ჯერ 21 წლისაა და ახლა თუ არ მოაგვარა ეს პრობლემა მომავალში სართოდ გაფუჭდება და ძალიან დასანანი იქნება ყველასთვის. მოკლედ, დემბელეს პრობლემა მალეა მოსაგვარებელი და რა მეთოდებით იზამენ ამას ეს ბარსაში უკეთ უნდა იცოდნენ... წესით

    4
    გასულია
    F C BARCELONA წევრი [?]

    11 დეკემბერი 2018 00:26

    ბარსელონასეული სიყვარული. ❤️❤️❤️

    0
    --------------------
    Visca barca❤️

    პარტნიორები

    Flashscore.ge