ლეო მესის ბრწყინვალე სტატისტიკა

  • 9-12-2018, 02:49
  • ლეო მესის ბრწყინვალე სტატისტიკა

    "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის მე-15 ტურში გამართულ შეხვედრაში (0:4) "ესპანიოლს" 2 გოლი გაუტანა და ეს 2-ივე შემთხვევაში საჯარიმო დარტყმით მოახერხა.

    ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით 2 გოლის გატანა პრიმერა დივიზიონის ერთ მატჩში პირველად შეძლო. 31 წლის არგენტინელმა 2018 წელს ჯარიმიდან მე-8 და მე-9 გოლები გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ ის ამ მაჩვენებლით ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის ყველა გუნდსა და ფეხბურთელს შორის ლიდერია.

    სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, 2014 წლის 1 იანვრიდან მესიმ ლა ლიგაში საჯარიმო დარტყმით 19 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლთან ყველაზე ახლოს მხოლოდ "იუვენტუსია" (18 გოლი), მაგრამ 6 სხვადასხვა ფეხბურთელის გოლებით: პაულო დიბალა (8), მირალემ პიანიჩი (4), ანდრეა პირლო (3), კარლოს ტევესი, პოლ პოგბა და ფედერიკო ბერნარდესკი (1).

    "ბარსელონამ" 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული ჯარიმიდან სულ 24 გოლი გაიტანა (19 - მესიმ), "იუვენტუსმა" - 18, "ლიონმა", "რეალმა" და "რომამ" - 14, "ბაიერნმა" კი - 13.

    აღსანიშნავია, რომ მესისთვის ერთ თამაშში საჯარიმო დარტყმით 2 გოლის გატანა უცხო არაა. აქამდე ასეთ რამ მან თბილისში, ევროპის სუპერ თასზე, "სევილიასთან" გამართულ შეხვედრაში (5:4) მოახერხა.

    თეგები: ლიონელ მესი

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 9 დეკემბერი 2018 15:08

    ყველაფერში პირველი ხარ მეფე ლომო

    0
    გასულია

    6 - 9 დეკემბერი 2018 14:21

    ლიგის ლა ლიგის და კოპა დელ რეის ბომბარდირი უნდა გახდეს წელსს

    1
    გასულია

    5 - 9 დეკემბერი 2018 10:58

    Evropis super tasis marchi chatarda tbilisshi da mand gaitana 2 jarima da ara espanetis super tasze

    0
    --------------------
    Argentina
    გასულია

    4 - 9 დეკემბერი 2018 10:20

    ციტატა: professor1984
    სილკის კომენდატორებმა ისტორიაში პირველად გაიტანაო 2 საჯარიმო დარტყმაო და ის დაავიწყდათ თბილიში სევილიას რო გაასო 2 ჯარიმა და ბეტო რო გაჭიმა გარმონივით, ეგ როგორ უნდა დაგავიწყდეს კაცს.

    ჩობნები არიან

    4
    საიტზეა

    3 - 9 დეკემბერი 2018 10:08

    სილკის კომენდატორებმა ისტორიაში პირველად გაიტანაო 2 საჯარიმო დარტყმაო და ის დაავიწყდათ თბილიში სევილიას რო გაასო 2 ჯარიმა და ბეტო რო გაჭიმა გარმონივით, ეგ როგორ უნდა დაგავიწყდეს კაცს.

    2
    გასულია

    2 - 9 დეკემბერი 2018 08:18

    საუკეთესოო ყველადროის

    1
    გასულია

    1 - 9 დეკემბერი 2018 02:53

    GOD OF ALL TIME <3

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued