რიკი პუჩი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს

რიკი პუჩი სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს

"ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა, რიკი პუჩმა, ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად, სპეციალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო. ამ ინფორმაციას MD ავრცელებს.

19 წლის ფეხბურთელი 169 სმ სიმაღლისაა და ის 59 კილოს იწონის. კლუბის ექიმებს მიაჩნიათ, რომ პუჩს ზრდა ჯერ არ დაუსრულებია და ამ პროცესში მას სპეციალური ვარჯიშები დაუნიშნეს.

ინდივიდუალური პროგრამის წყალობით, პუჩი წონაში მოიმატებს და მისი ფიზიკური მონაცემები გაუმჯობესდება. ეს პროგრამა ფეხბურთელს თამაშში ხელს არ შეუშლის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Mishiko
    სტუმარი [?]
    #7 8 დეკემბერი 2018 00:35
    1
    მეც მინდა ეგ სპეციალური პროგრამა :D
    Culé [?]
    #6 7 დეკემბერი 2018 22:17
    0
    ფიზიკური მოუმჯობესება ტრამვების არიდებისთვის სჭირდება, თორე ისე ბალანსი ისედაც მშვენიერი აქვს, გუშინ რამდენი ორთაბრძოლა მოიგო მოედნის ცენტრში (საჰაერო არა)
    ika.k
    სტუმარი [?]
    #5 7 დეკემბერი 2018 20:06
    1
    ძაან მეიმედება ეს ბავშვი.მეტ დროს მისცემს იმედია ჩვენი სოფლის ტრენერი
    ფანი [?]
    #4 7 დეკემბერი 2018 19:43
    1
    აუ მაგრად მევასება ეს ბიჭი :)
    Onl Y Human
    სტუმარი [?]
    #3 7 დეკემბერი 2018 19:30
    11
    ციტატა: I love barca
    გთხოვთ მითხარით სიმართლეა თუ არა რომ ბარსამ რეალთან ერთხელ 11-1 წააგო?????

    კი მართალია, ოღონდ ეს მატჩი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მატჩია იმიტომ რომ შანტაჟის შედეგად "მოიგო" რეალმა თამაში... მოკლედ ყველაფერი 1943 წელს მოხდა იმ დროს ესპანეთს ფრანკო მართავდა ალბათ გეცოდინება რა საშინელი ადამიანი იყო ფრანკო და როგორი დამოკიდებულება ქონდა კატალონიაზე და არა მხოლოდ... ესპანეთის თასის ნახევარფინალი იყო და ბარსელონამ შინ 3-0 დაამარცხა რეალი, განმეორებითი შეხვედრა მადრიდში გაიმართა ბარსელონას ფეხბურთელებს საშინელი ატმოსფერო შეუქმნეს უსტვენდნენ, ნივთებს ესროდნენ და ა.შ. მატჩის დაწყებამდე ესპანეთის უსაფრთხოების დირექტორი ეწვია ბარსელონას ფეხბურთელებს გასახდელში. დატენილი იარაღის თანხლებით მან მშვიდად შეახსენა სტუმართა გუნდის წევრებს, რომ ”თქვენ მხოლოდ იმ სულგრძელი რეჟიმის წყალობით თამაშობთ, რომელმაც ”არა პატრიოტობა” გაპატიათ.” ფეხბურთელებს სხვა გზა არ ქონდათ ძალით უნდა წაეგოთ, პირველი ტაიმი 0-8 დამთავრდა მთლიანობაში კი 1-11 "წააგეს" ...
    I love barca
    სტუმარი [?]
    #2 7 დეკემბერი 2018 19:15
    1
    გთხოვთ მითხარით სიმართლეა თუ არა რომ ბარსამ რეალთან ერთხელ 11-1 წააგო?????
    Basi
    სტუმარი [?]
    #1 7 დეკემბერი 2018 18:56
    4
    iniestas kalibriaa erti ertshii inis tanzee iqnebaa es mets arcmoimatebss arc simagleahii arc siganeahii😀😀😀