როდის გამოჯანმრთელდება ლუის სუარესი?

  • 7-12-2018, 15:43
  • როდის გამოჯანმრთელდება ლუის სუარესი?

    კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" გუნდის ურუგვაელი თავდამსხმელის, ლუის სუარესის მდგომარეობა არ მოსწონს.

    როგორც იცით, 31 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის მუხლი აქვს დაზიანებული, რაზეც კატალონიურ კლუბში შეშფოთებას გამოთქვამენ. სუარესის პრობლემები ქრონიკული ხასიათისაა. "ბარსას" ერთ-ერთ ლიდერს მუხლი უკვე დიდი ხანია აწუხებს, რის გამოც მან გასულ სეზონშიც რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

    "ბარსელონაში" მიიჩნევენ, რომ სუარესს, ადრე თუ გვიან, ოპერაციის გაკეთება და დიდი ხნით უქმობა მოუწევს. კლუბს ურჩევნია, რომ ეს მომავალ ზაფხულში მოხდეს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ამ პერიოდში ლუისის ნაკრები მონაწილეობას ამერიკის თასზე მიიღებს.

    ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა სუარესი "ესპანიოლთან". მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 18 მატჩი, 9 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 8 დეკემბერი 2018 00:24

    2013 წელს როცა ბარსა ლიგაზე გენიალური იყო მაგრამ გუნდის ლიდერები ერთი მეორის მიყოლებით იმტვრეოდნენ და შედეგი ის იყო რომ ჩავისვარეთ ახლა ვუყურებ და ზუსტად მეორდება სურათი და მეშინია ეს სეზონიც არ გაფუჭდეს...

    1
    --------------------
    Visca barca❤️
    გასულია

    3 - 7 დეკემბერი 2018 17:15

    ხოდა ამერიკისთასი ყ.ეზე მკიდია არგენტინამ უნდა მოიგოს :დ

    10
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    2 - 7 დეკემბერი 2018 16:22

    მალე გამოჯანმრთელდი სუარეს

    3
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    1 - 7 დეკემბერი 2018 15:48

    ცუდია ძაან ცუდია

    5
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued