ერნესტო ვალვერდე "ლეონესასთან" მატჩის შემდეგ

  • 6-12-2018, 13:00
  • ერნესტო ვალვერდე "ლეონესასთან" მატჩის შემდეგ

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, "ლეონესასთან" მატჩის შემდეგ პრესასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. 

    "რიკი პუჩის მდგომარეობით ბედნიერები ვართ. მან ხანგრძლივი კარიერის პირველი ნაბიჯი გადადგა. 

    ის არის ფეხბურთელი, რომელიც არ იმალება და ყოველთვის ბურთის მიღება უნდა, თუმცა ჯერ მოთმინებაა საჭირო. 

    მალკომს კოჭი ამოუბრუნდა. არ ვიცი, რამდენი ხნით გამოგვაკლდება ის, მაგრამ მინდორი თავისი ფეხით დატოვა და ეს კარგის ნიშანია. გამოკვლევის პასუხს უნდა დაველოდოთ. მას ცოტა ეშინია, რადგან ეს იგივე კოჭია, რომელიც ზაფხულშიც დაიზიანა. 

    "ბარსა ბ"-ს წევრები და ის ფეხბურთელებიც ვათამაშე, რომლებსაც შედარებით ცოტა დრო ეძლევათ. 

    მეტოქეს ხელი მაშინაც არ ჩაუქნევია, როცა ანგარიში 3-0 იყო. "კამპ ნოუზე" შესანიშნავი ატმოსფერო შეიქმნა". - განაცხადა ვალვერდემ. 


    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 6 დეკემბერი 2018 16:10

    რიკი პუჩი დააწინაურონ რაა...მაგარი მონდომებულია

    3
    --------------------
    Benzona
    გასულია

    5 - 6 დეკემბერი 2018 15:17

    3
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია

    4 - 6 დეკემბერი 2018 15:11

    prostaa ver vxvdebii busketsii ratom atamashaa meorew faimshii an rakitichii ratundodaa shemadgenlobashiii

    0
    გასულია

    3 - 6 დეკემბერი 2018 14:13

    შე ქლიბო რამ გამოგაყვანინა ბუსკეცი ტიპი ისედაც შეუსვენებლად თამაშობს

    7
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 6 დეკემბერი 2018 13:46

    გამიხარდა სუარესმა და მალკომმა. რომ შეაგდეს

    9
    გასულია

    1 - 6 დეკემბერი 2018 13:22

    ვალოო სილესენს, დენის სუარესს და მალკომს უფრო მეტი დრო უნდა wink

    13