იოლი მოგება და "ბარსა" თასის 1/8-ფინალშია

  • 6-12-2018, 02:34
  • იოლი მოგება და "ბარსა" თასის 1/8-ფინალშია

    ახლახანს ესპანეთის ჩემპიონატის 1/16-ფინალური შეხვედრა დასრულდა, რომელშიც "ბარსელონამ" "კულტურალ ლეონესა" იოლად დაამარცხა.

    მეტოქის სისუსტის გამო, კატალონიელთა გადახალისებული შემადგენლობა არავის გაკვირვებია, თუმცა მატჩის გმირად მაინც ძირითადი შემადგენლობის წევრი იქცა - ივან რაკიტიჩმა აქტივში 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ერთი და საკმაოდ ეფექტური ასისტით თავი ამომავალმა ვარსკვლავმა, რიკი პუჩმა გამოიჩინა. ეს პასები კი გოლებად დენის სუარესმა (2-ჯერ), მუნირმა და მალკომმა აქციეს. საბოლოოდ, "ბარსამ" 4:1, ორი მატჩის ჯამში კი 5:1 მოიგო.

    1/8-ფინალში "ბარსას" მეტოქეს წილისყრა გამოავლენს, რომლის თარიღიც ჯერ ცნობილი არაა. თამაშები 9 და 16 იანვარს გაიმართება.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 6 დეკემბერი 2018 15:23

    რიკის მეტი დრო უნდა მიეცეს. ცოტა ხანი დაასვენოს რაკიტიჩი და თითო-თითო ტაიმი რიკი-ალენიას ათამაშოს

    2
    გასულია

    1 - 6 დეკემბერი 2018 02:41

    უმარტივესად მოვიგეთ

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued