"ბარსა ბ"-ს ბოლო წამზე გადარჩენილი ქულა "ვალენსიასთან" [სრული მატჩი]

  • 1-12-2018, 23:04
  • "ბარსა ბ"-ს ბოლო წამზე გადარჩენილი ქულა "ვალენსიასთან" [სრული მატჩი]

    რამდენიმე წუთის წინ, "მინი ესტადიზე",  სეგუნდა დივიზიონ ბ-ს მე-15 ტურის მატჩი დასრულდა. "ბარსა ბ"-მ და "ვალენსიას" სარეზერვო გუნდმა ფრედ ითამაშეს. 

    შეხვედრა დრამატული გამოდგა, განსაკუთრებით კი მისი ბოლო წუთები. პირველი ტაიმი სტუმრებმა ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგეს, ანგარიში კი 79-ე წუთზე გათანაბრდა, როცა ორიოლ ბუსკეტსმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა. დამატებულ წუთებზე, "ბარსას" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც გოლად სიტომ აქცია და "ვალენსია" ისევ დააწინაურა, მაგრამ კატალონიელებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს: უკანასკნელ წამებზე, გოლი რონალდ არაუხომ შეაგდო. 

    სრული მატჩი: 

    15 ტურის შემდეგ, ჩავი პიმიენტას გუნდს 21 ქულა აქვს და 20 გუნდს შორის მე-5 ადგილზეა. 

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი