ერნესტო ვალვერდე "ვილიარეალთან" მატჩის წინ

  • 1-12-2018, 22:17
  • ერნესტო ვალვერდე "ვილიარეალთან" მატჩის წინ

    "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, რომელიც ხვალ ლა ლიგაში თავის მე-400 მატჩს ჩაატარებს, "ვილიარეალთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

    "ვილიარეალი" ბურთის მოპოვებას და გაკონტროლებას ეცდება. ვფიქრობ, ისინი ჩვენთან ბრძოლას ამ გზით გადაწყვეტენ. 

    წინა სეზონში, ამ გუნდმა პრობლემები შეგვიქმნა და ახლაც, "კამპ ნოუს" უქულოდ დატოვება მათ გეგმებში არ იქნება. ასე რომ, ეს თამაში ჩვენთვის ფუნდამენტალური მნიშვნელობის უნდა იყოს.

    "ბარსას" ფეხბურთელებმა ტრავმები ერთბაშად მიიღეს, მაგრამ ეს მალე გაივლის. ტრავმები ყოველი სეზონის ნაწილია და მათ მიერ შექმნილი პრობლემების დაძლევა აუცილებლად უნდა შევძლოთ. ვფიქრობ, მოთამაშეები მალე დაბრუნდებიან. 

    უცნაურია და როგორც ყველას, მეც მიკვირს, რომ ლეო მესი ოქროს ბურთისთვის ვერ იბრვის. ჩემი აზრით, ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მსგავს გადაწყვეტილებებს ჩვენ არ ვიღებთ, ამას UEFA აკეთებს". 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    dshvelidze ფანი [?]

    1 დეკემბერი 2018 22:45

    მოიკლავს ეხლა თავს მათხოვარი ვილიარეალი,დიდი ანგარიშით გვინდა მოგება

    0
    გასულია
    MARI=BARCA-fan ფანი [?]

    1 დეკემბერი 2018 22:39

    შენი გადაწყვეტილებები არ გაიშვა არსად ვალოოო rage

    2

    პარტნიორები

    Flashscore.ge