ოფიციალური ინფორმაცია უმტიტის მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით

ოფიციალური ინფორმაცია უმტიტის მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებით

"ბარსელონას" ფრანგ მცველს, სამუელ უმტიტის მუხლის ტრავმა ცოტა ხნის წინ ისევ გაურთულდა, თუმცა კლუბმა მისთვის ოპერაციის გაკეთება საჭიროდ ისევ არ ჩათვალა და ცოტა ხნის წინ ეს ოფიციალურად დაადასტურა. გადაწყვეტილება მედიკოსებმა ფეხბურთელთან შეთანხმებით მიიღეს. ოპერაციის ნაცვლად, სამუელი კატარში გაემგზავრება, სადაც მკურნალობის სპეციალურ პროცესს გაივლის და ეცდება, პრობლემა ამ გზით ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს. 

უმტიტიმ დაზიანება წინა სეზონის ბოლოს მიიღო და ამის შემდეგ, გართულება უკვე სამჯერ ჰქონდა. 

ოპერაციის შემთხვევაში, ფეხბურთელს დაახლოებით 5 თვით უქმობა მოუწევდა, ახლა კი, ის რამდენიმე კვირაში დაბრუნდება. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sadio mane
    სტუმარი [?]
    #6 1 დეკემბერი 2018 16:10
    0
    უმტიტი heart_eyes kissing_heart
    Culé [?]
    #5 1 დეკემბერი 2018 12:23
    0
    და რა იქნებოდა რომ თავიდანვე იქ წაეყვანათ, ეხლა ხომ უკვე სტროიში იქნებოდა!
    მაგრამ ბართო რა ბართოა ფული თუ არ შეინახა მუთაქაში! რამდენი იჟმოტებს უარესი ემართება !
    ფანი [?]
    #4 1 დეკემბერი 2018 12:02
    0
    კაია თუ უშველის
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 1 დეკემბერი 2018 00:49
    3
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: sergio busquets5
    ლუიზი არ მოიყვანონ არც ივანოვიჩი და არც კრისტენსენი. დე ლიხტია საჭირო სასწრაფოდ ზამთარში

    ზამთარში დე ლიხტს არავინ გამოგვატანს და რატო არ გინდათ გაიგოთ?

    აბა ვინ უნდა მოიყვანონ ზამთარში ბებერი ივანოვიჩი თუ დირკა ლუიზი?
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 30 ნოემბერი 2018 23:28
    3
    იერი მინა არ უნდა გაეყიდათ
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 30 ნოემბერი 2018 22:50
    0
    ლუიზი არ მოიყვანონ არც ივანოვიჩი და არც კრისტენსენი. დე ლიხტია საჭირო სასწრაფოდ ზამთარში