"კამპ ნოუზე" რაგბის სუპერ ლიგის მატჩი გაიმართება

"კამპ ნოუზე" რაგბის სუპერ ლიგის მატჩი გაიმართება

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" მოედანზე მომავალ წელს რაგბის სუპერ ლიგის შეხვედრა გაიმართება. "კამპ ნოუ" პერპინიანის (საფრანგეთი) "დრაგონ კატალანი" ინგლისურ "უიგან უორიორსს" 18 მაისს უმასპინძლებს. 

სტადიონზე სპეციალური ცერემონია გაიმართა, რომელსაც "ბარსას" პრეზიდენტი, ჟოზეპ ბართომეუც დაესწრო. 

"დარწმუნებული ვარ, სტუმრები ჩვენს ტრიბუნებზე კარგ დროს გაატარებენ. "დრაგონსის" ფანებს მოვუწოდებ, "კამპ ნოუ" საკუთარ სახლად მიიღონ, "უიგანის" და "ბარსას" ფანებს კი - თამაშით ისიამოვნონ. 

ორი წლის წინ ფრანგული ტოპ 14-ის ფინალს ვუმასპინძლეთ. ამ თამაშს 99 ათასი ადამიანი დაესწრო და მოედანზე საოცარი ატმოსფერო შეიქმნა". - თქვა ბართომეუმ. 

სუპერ ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობს: 11 ინგლისიდან და ერთი საფრანგეთიდან. ტურნირის მოქმედი გამარჯვებული "უიგანია". 


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 30 ნოემბერი 2018 23:28
    1
    საფარს გააბანძებენ
    donSergio
    სტუმარი [?]
    #1 30 ნოემბერი 2018 22:34
    2
    უემბლის არ დაგვიმსგავსონ სტადიონი და რაც უნდათ ის უქნიათ