ექსკლუზიური ინტერვიუ სერჟიო ბუსკეტსთან

  • 27-11-2018, 19:31
  • ექსკლუზიური ინტერვიუ სერჟიო ბუსკეტსთან

    "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა და კაპიტანმა, სერჟიო ბუსკეტსმა, ახლახანს კლუბის მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა. დღეს, ფეხბურთელმა Diario Sport-ის ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. 

    - ყველაფერი კატალონიის თასზე, რაიკაარდთან ერთად დაიწყო. რა მოგონებები გაქვს?

    - 19 წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი. B გუნდთან ხშირად ვვარჯიშობდი, რამდენიმეჯერ პირველ გუნდთან ერთადაც ვიყავი, მაგრამ მაინც გამიკვირდა, როცა შემადგენლობაში მოვხვდი. აღფრთოვანებული ვიყავი იმით, რომ ჩემი დებიუტი შედგა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ოფიციალური მატჩი არ იყო. 

    - პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, მატჩების 88.7% სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყე...

    - სადებიუტო სეზონს თუ არ ჩავთვლით, რეგულარულად ვთამაშობ. ტრავმებიც არ მაწუხებს, რაც ძალიან კარგია. მოვახერხე, რომ არაერთ გადამწყვეტ მატჩში მიმეღო მონაწილეობა, მათ შორის ფინალებში. იმედია, ასე კიდევ იდხანს გაგრძელდება. 

    - რა გავლენა მოახდინა შენზე პეპ გვარდიოლამ?

    - უდიდესი. ის თავიდანვე მიცნობდა, იცოდა როგორი ფეხბურთელი ვიყავი. მას ჩემი სჯეროდა და შანსი მომცა. გვარდიოლამ ისტორიაში საუკეთესო "ბარსას" ნაწილი გამხადა. 

    - არის თუ არა მისი საფეხბურთო ხედვა კვლავ განსაკუთრებული?

    - რა თქმა უნდა, მას ძალიან ვაფასებ. პეპის თამაშის წაკითხვა, ფეხბურთის გაგება უნიკალურია. 

    - შენ თქვი, რომ "ბარსას" დატოვებას პეპის გამო შეძლებდი...

    - ვთქვი, რომ ამაზე ვიფიქრებდი. ეს ნორმალურია, იმ გავლენის გათვალისწინებით, რაც მას ჩემს კარიერაზე ჰქონდა. თუმცა, "ბარსელონას" გარდა საკუთარ თავს ვერსად ვხედავ. უკეთესად თავს ვერსად ვიგრძნობ. მე და ეს კლუბი ერთმანეთისთვის ვართ შექმნილნი. სახლში, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ყოფნა, ყოველ წელს ტიტულებისთვის ბრძოლა ძალიან სასიამოვნოა და ამის საშუალება სხვაგან არ მექნება. 

    - მას შემდეგ, რაც მესიმ ჩემპიონთა ლიგის მოგების აუცილებლობაზე ისაუბრა, ხართ თუ არა ამაზე უფრო მეტად კონცენტრირებულნი?

    - ხალხმა მისი ნათქვამი გულით მიიღო. ჯერჯერობით, ლიგაზე კარგად გამოვდივართ, რთულ ჯგუფში წარმატებას ვაღწევთ, მაგრამ ეს რთული ტურნირია. თუ ფორმაში არ ხარ - ვარდები. ეს უკვე გამოვცადეთ. ბოლო წლებში ევროპაში ცუდად ვთამაშობთ და განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. 

    - რას ნიშნავს კაპიტნებს შორის ყოფნა და პუიოლის ნომრით თამაში კარლესის კარიერის დასრულების შემდეგ?

    - პუიოლმა მითხრა, რომ მისი ნომრით თამაშის გაგრძელებას ვიმსახურებდი და ჩემზე უფრო, ეს არავის ეკუთვნოდა. ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, ამაზე უარის თქმა წარმოუდგენელი იყო. კაპიტნობაც დიდი ბედნიერებაა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან შენი გუნდი განსაკუთრებულად უნდა წარმოაჩინო. 

    - როგორ ხედავ "ლა მასიას?"

    - ძალიან რთულია, აკადემიამ ისეთი თაობა ისევ გაზარდოს, როგორიც წინა იყო. ეს უნდა გავითვალისწინოთ. ამის გარდა, აკადემიის წარმატებაზე სხვა ფაქტორებსაც აქვს გავლენა: ფეხბურთელებზე თავიანთ საქმეში ჩახედული სპეციალისტები უნდა მუშაობდნენ, მათ პირველ გუნდში თამაშის შანსი უნდა ეძლეოდეთ, "ბარსა ბ"-მ იცოდეს, რა უნდა... ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ როცა შანსი მიეცემათ, თავი გამოიჩინონ. ძირითადი გუნდის წევრობა რთულია და თუ აქ თამაშს მოახერხებ, პირდაპირ არ უნდა ჩათვალო, რომ ჩავი ან ინიესტა ხარ. ამ დონის მიღწევას დიდი თავდადება და, ამასთან ერთად, იღბალიც უნდა. 

    - რას ფიქრობ ორიოლ ბუსკეტსზე?

    - ის კარგი მოთამაშეა. არ გაუმართლა, რადგან ტრავმა მიიღო, მაგრამ რიტმში ისევ ჯდება და ფორმას იბრუნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. ორიოლს შეუძლია, რომ ძირითად გუნდში ადგილი დაიმკვიდროს, ეს კი რთული პროცესია და იმედი მაქვს, ის ამას თავს გაართმევს. ყველაფერთან ერთად, მან იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წინ ნაბიჯი გადაგას. 

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    Messi, Iniesta ფანი [?]

    28 ნოემბერი 2018 19:46

    ბუსი ლეგენდაა!❤

    0
    გასულია
    Bobi წევრი [?]

    28 ნოემბერი 2018 00:10

    ეს კაზემიროს რატო უნდა შეადარო ? მიუხადავად იმისა რო კაზემიროც ვიში კლასია ეს მაინც გენიაა

    0
    გასულია
    lashomchedlo გულშემატკივარი [?]

    27 ნოემბერი 2018 22:51

    De jong moiyvanet imena tips barcas dnm aaqvs saocreba kacia ❤ de ligt ic magaria tumca lengle gvyavs da mecodeba orive :D

    3

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied