იარი ლიტმანენი: დე ლიგტი "აიაქსის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი იქნება

იარი ლიტმანენი: დე ლიგტი "აიაქსის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი იქნება

წარსულში ცნობილი ფინელი ფეხბურთელი, იარი ლიტმანენი, რომელიც ყველაზე დიდხანს ამსტერდამის "აიაქსის" ღირსებას იცავდა, ჰოლანდიური კლუბის ამომავალ ვარსკვლავზე, მატეის დე ლიგტზე საუბრობს, რომელიც, "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. 

"არ ვიცი, სად გადავა დე ლიგტი, მაგრამ როცა ის კლუბს დატოვებს, აუცილებლად გახდება კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი.

19 წლის ასაკში ის უკვე ძალიან ძლიერია. წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ის 4 წლის შემდეგ?"

კატალონიის რადიოს ცნობით, "ბარსას" სპორტული დირექტორი, ერიკ აბიდალი რამდენიმე დღის წინ დე ლიგტს შეხვდა და მასთან ერთად ისადილა. 

სავარაუდოდ, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი "აიაქსს" ოფიციალური წინადადებით ზაფხულში მიმართავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 27 ნოემბერი 2018 19:25
    4
    ციტატა: ROUCH
    იყოს, სადაც ვანდეიკში მიათხლიშა ლივერპილმა დე ლიგტი უფრო ახალგაზრდა არაა და პერსპექტიული? თან დარწმუნებული ვარ ვანდეიკზე უფრო მონსტრი გამოვა

    ხო მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ ლივერპულში გადასვლის მერე ვან დეიკმა ძაან მოუმატა და ჰოლანდიის კაპიტანიც გახდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ნოემბერი 2018 19:10
    4
    იყოს, სადაც ვანდეიკში მიათხლიშა ლივერპილმა დე ლიგტი უფრო ახალგაზრდა არაა და პერსპექტიული? თან დარწმუნებული ვარ ვანდეიკზე უფრო მონსტრი გამოვა