"ბარსელონა" - "ვილიარეალს" მუნუერა მონტერო განსჯის

"ბარსელონა" - "ვილიარეალს" მუნუერა მონტერო განსჯის

ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურის მატჩების მსაჯთა ვინაობა უკვე ცნობილია.

კვირას, 2 დეკემბერს, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ვილიარეალს" მიიღებს. შეხვედრას ანდალუსიელი არბიტრი, მუნუერა მონტერო განსჯის, რომელსაც ვიდეორეფერის ოთახიდან ერნანდეს ერნანდესი დაეხმარება.

მონტერო საკმაოდ პერსპექტიული არბიტრია, ერნანდეს ერნანდესი კი კიდევ უფრო გამოცდილი რეფერი გახლავთ, რომელიც, სხვათა შორის, წლევანდელ "ელ კლასიკოზეც" ვიდეორეფერის ოთახიდან უწევდა ასისტენტობას მთავარ მსაჯს და სწორედ მისი დამსახურებით დაინიშნა პენალტი ლუის სუარესისა და რაფაელ ვარანის ორთაბრძოლისას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 26 ნოემბერი 2018 21:43
    2
    ეგ ერნანდესი მაგრად არ მომწონს მაგარი ჩათლახი ტიპია