ოღონდ არა "ბარსელონა" - პსჟ ცდილობს რაბიო "იუვენტუსს" მიჰყიდოს

ოღონდ არა "ბარსელონა" - პსჟ ცდილობს რაბიო "იუვენტუსს" მიჰყიდოს

"ბარსელონამ" გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ადრიან რაბიო ხელიდან, შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენთან" არსებული ცუდი ურთიერთობის გამო გაუშვას.

კატალონიელებსა და პარიზელებს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბათ, რაც "ბარსა" მარკო ვერატის ხელში ჩაგდებას აქტიურად ცდილობდა. იმავე ზაფხულში, პსჟ-მ ნეიმარი "ბარსელონას" ნების საწინააღმდეგოდ გადაიბირა და კლუბებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა.

ამჟამად, "ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" ინტერესები ადრიან რაბიოსთან დაკავშირებით იკვეთება. პარიზელთა 23 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ის ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად "ბარსა" ითვლება, რომელიც ფრანგი შუახაზელის უფასოდ დამატებასთან ახლოსაა.

Sport-ის ცნობით, მოვლენების ამგვარად განვითარება არ აწყობს პსჟ-ს, რომელიც მზადაა რაბიო იანვარში კიდევ ერთ მსურველს, "იუვენტუსს" მიჰყიდოს, ოღონდ ფეხბურთელი "ბარსელონაში" არ გადავიდეს. რაბიოთი ასევე დაინტერესებულია "რეალი" და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის იანვარში შესაძენად მადრიდელებიც მზად არიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #7 21 ნოემბერი 2018 16:02
    5
    მე რატომღაც ვერატი და ერიკსენი უფრო მომწონს confused და დებრუინზე ვაფანატებ stuck_out_tongue kissing_closed_eyes
    [?]
    #6 21 ნოემბერი 2018 15:37
    2
    არადა ვაფშე არაფერი არ შეუძლია ამ მკვდირს ფერ ხელაიფს. მთავარია რაბიომ მოინდომოს და ვერაფერს იზამს. ერთი მაგის სახე მანახა 70 მილიონიანი ფეხბურთელი უფასოდ თუ დავახიეთ. პრსოტა ერთი ისაა რო ბოლო 2-3 თვე შეიძლება აღარ ათამაშონ და ფორმიდან ამოაგდონ მარა ეგეც არ იქნება პრობლემა. პროსტა ეგ თუ მოვიდა დე იონგი არ დავკაროგთ მაგის მეშინია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 21 ნოემბერი 2018 14:44
    1
    სისულელეა, ფეხბურთელს ძალით ვერავინ გაყიდის იქ, სადაც არ უნდა წასვლა ასე რო იყოს ბარსას 5-6 კაცი ყავს გასაშვები და გაუშვას აბა იმათი სურვილის გარეშე.
    თუ რაბიოს მართლა უნდა ბარსაში მოითმინოს ნახევარი წელიც და უფასოდ გადმოვიდეს და მაშინ ტრანსფერზე დასახარჯ ფულს ისევ მაგის ხელფასს მოახმარს და თან იმ შეიხებზე ჯავრსაც ამოგვყრის და თვითონაც ამოიყრის.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #4 21 ნოემბერი 2018 14:05
    2
    თვითონ რაბიოს ბარსაში უნდა თამაში
    Basi
    სტუმარი [?]
    #3 21 ნოემბერი 2018 13:43
    1
    yvelaferi rabiozeaa damokidebull
    barsas isga darcheniaa shestavazoss mistviss idealurii kontraqtii
    Mess10
    სტუმარი [?]
    #2 21 ნოემბერი 2018 13:37
    0
    თუ ეს სიმართლეა და რაბიომ ფეხები გაფშიკა და არსად არ წავალო იანვარში დასვავენ სკამზე და მთელი დარჩენილი სეზონი (ნახევარი) სკამზე დაალპობენ. თუ უფასოდ წამოვა ხო კარგი, მარა დეიონგი მაინც მოსაყვანია ეს რომც მოვიდეს ან არ მოვიდეს. გუნდიდან გასშვებია რაფინია და დენისი (მიუხედავად დიდი სიმპატიებისა) მუნირი გაჩუქება თუ შეუძლიათ ჯობია გააჩუქონ და დალშე ვინც არის იჯარით ისინიც გასაყიდები არიან.
    giorgi123456789
    სტუმარი [?]
    #1 21 ნოემბერი 2018 13:28
    4
    ტიპები როგორ არიან დაბოღმილები 6-1ის შემდეგ:დდ ეგენი იმდენად თავს ჩაიძირავენ ოღონდ ბარსამ არ მიაღწიოს რამე წაემატებას...