რატომ აქვს "ბარსელონას" "ლივერპულის" ფეხბურთელების შეძენა აკრძალული?
ესპანური SER საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ბარსელონას" "ლივერპულიდან" ფეხბურთელების შეძენა მომდევნო 2 წლის განმავლობაში არ შეუძლია.
მიმდინარე წლის იანვარში, ფილიპე კოუტინიო "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადავიდა. კლუბებს შორის მოლაპარაკებები რთული და ხანგრძლივი იყო და გასაკვირი არაა, თუ შეთანხმებაც მრავალპუნქტიანია. ესპანური მედიის ცნობით კი, ეს შეთანხმება ერთ საინტერესო პუნტს ითვალისწინებს - "ბარსას" "ლივერპულის" რომელიმე ფეხბურთელის შეძენა მომდევნო 3 წლის განმავლობაში არ შეუძლია. აქედან ერთი წელი უკვე გავიდა.
შესაძლოა სწორედ ამ მიზეზით, "ლივერპულის" ფეხბურთელებს "ბარსელონას" აქტიურად არ უკავშირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]