რონალდ არაუხო: ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია

  • 18-11-2018, 20:21
  • რონალდ არაუხო: ჩემი მიზანი პირველ გუნდში თამაშია

    "ბარსა ბ"-ს ცენტრალური მცველი რონალდ არაუხო აცხადებს, რომ მისი მიზანი პირველ გუნდში თამაშია და ამაში მას ხელს მატიას დე ლიგტის ტრანსფერიც კი ვერ შეუშლის.

    "კლუბმა იმისთვის მიყიდა, რომ პირველ გუნდს დავეხმარო. სწორედ ესაა ჩემი მიზანი. დე ლიგტი? ამაზე არ ვღელავ. ვიცი, რომ თუ კარგად ვითამაშებ, შანსს მივიღებ." - ციტირებს 19 წლის ურუგვაელის სიტყვებს RAC1.

    რონალდ არაუხო "ბოსტონ რივერიდან" "ბარსელონაში "გასულ ზაფხულში, 1.7 მილიონ ევროდ გადმოვიდა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია
    BOB MARLEY 13 გულშემატკივარი [?]

    19 ნოემბერი 2018 01:12

    ციტატა: Gio-96
    ამაზე რას იტყვით
    შტეგო
    სემედუ დე ლიხტი უმტო ალბა
    არტურა რუბენ ნევეში დე იონგი
    მალკომი მესი ჩაკვე
    მომავლის გუნდი დდდდ

    რუბენ ნევეში მომეწონა მეც ძალიან მინდა ეგ ბიჭი ბარსაში ბუსკეცის შეცვლის თემაში

    0
    გასულია
    Ikks Culé [?]

    19 ნოემბერი 2018 00:28

    ციტატა: Gio-96
    ამაზე რას იტყვით
    შტეგო
    სემედუ დე ლიხტი უმტო ალბა
    არტურა რუბენ ნევეში დე იონგი
    მალკომი მესი ჩაკვე
    მომავლის გუნდი დდდდ

    სასაცილოა კი :დ

    2
    გასულია
    Gio-96 გულშემატკივარი [?]

    18 ნოემბერი 2018 21:56

    ამაზე რას იტყვით
    შტეგო
    სემედუ დე ლიხტი უმტო ალბა
    არტურა რუბენ ნევეში დე იონგი
    მალკომი მესი ჩაკვე
    მომავლის გუნდი დდდდ

    4
    გასულია
    publius kornelius გულშემატკივარი [?]

    18 ნოემბერი 2018 21:17

    2003 წლის 16 ნოემბერია - ჯერ კიდევ არავინ იცის, რომ ეს თარიღი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევა...



    პორტუში 2003 წლის შემოდგომაზე ორწლიანი სამუშაოები დასრულდა და მზად არიან, საგანგებოდ, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის აშენებული ახალი სტადიონი, 50-ათასიანი დრაგაო საზეიმოდ გახსნან.



    ადგილობრივმა პორტუმ, სტადიონის მომავალმა მფლობელმა, ამხანაგური შეხვედრისთვის, რომლითაც სტადიონი უნდა გახსნილიყო, მეტოქედ ბარსელონა აირჩია.



    2003 წლის 16 ნოემბერს უეფას თასის მფლობელმა და ჩემპიონთა ლიგის მომავალმა გამარჯვებულმა, ევროპაში ბევრისმთქმელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით კატალონიური გრანდი 2-0 დაამარცხა, მაგრამ თამაშის ანგარიში ახლა მხოლოდ რამდენიმე ადამიანს თუ ახსოვს. ეს სხვა მოვლენის მნიშვნელობამ განაპირობა - ამ მატჩში ბლაუგრანას მთავარი გუნდისთვის პირველად ითამაშა არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ, ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილმა და უბრალოდ ნიჭიერმა მოთამაშემ. მესი 16 წლისა და 145 დღის იყო.



    "პირველი შანსი ჩემი ჩავარდნით დასრულდა"



    2001 წლის თებერვალში ლეო მამასთან ერთად როსარიოდან ბარსელონაში გადავიდა. უკვე 13 წლის ასაკში ის კატალონიელთა ახალგაზრდულ გუნდში აღმოჩნდა, სადაც სადებიუტო მატჩში პოკერით გამოირჩა, ერთი სეზონის განმავლობაში კი 30 თამაშში 37 გოლის ავტორი გახდა.



    2003/04 სეზონისთვის მომზადება მესიმ 16-წლამდე გუნდის მოთამაშეებთან ერთად დაიწყო, მაგრამ მალევე, ყველა მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენის შემდეგ, საკლუბო იერარქიაში სამი საფეხურით ზემოთ მდგომ გუნდში გადაიყვანეს და უკვე ბარსელონა B-ში ვარჯიშობდა - 4 წლით უფროს ბიჭებთან ერთად.







    ამ დროს ბარსას მთავარ გუნდს სათავეში ჰოლანდიელი ფრანკ რაიკაარდი ედგა. 2003 წლის ნოემბრის დასაწყისში ის პერ გრატაკოსს, ბარსელონა B-ს მწვრთნელს შეხვდა. რაიკაარდმა გრატაკოსს განუცხადა, რომ 16 ნოემბერს, პორტუსთან ამხანაგური მატჩისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელები სჭირდებოდა, რადგან ძირითადი გუნდის ბევრ მოთამაშეს სანაკრებო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება უწევდა.



    მწვრთნელებს შორის შემდეგი დიალოგი შედგა:



    - პერ, როგორ ფიქრობ, ვისი წაყვანა შეგვეძლება?

    - ფრანკ, შეგიძლიათ, ნებისმიერი წაიყვანოთ. მაგალითად, ბიჭები, რომლებიც ცოტა ხნის წინ შემოგვიერთდნენ - ორიელ რიერა და ლეო მესი, არგენტინელი ბიჭი. პატარები არიან, მაგრამ კარგი იქნებოდა, მათ წაყვანას თუ შეძლებდით.

    - ორიოლი და მესი?

    - კი.

    - რა პოზიციაზე თამაშობენ?

    - მესი სადაც გინდა, იქ დააყენე, ყველგან ითამაშებს.

    - დარწმუნებული ხარ?

    - დამიჯერე. ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით და თვითონ მეტყვი საკუთარ აზრს ამ ბიჭებზე.

    - კარგი, შევთანხმდით.



    საბოლოოდ, რაიკაარდმა ბარსელონა B-დან ერთბაშად ოთხი მოთამაშე იახლა. უკვე პორტუგალიაში მას კლუბის სპორტულ დირექტორთან, ჩიკი ბეგირისტაინთან ჰქონდა საუბარი.



    - მესი ძალიან პატარა და სუსტი ჩანს. არ ფიქრობ, რომ ეს მისთვის ძალიან ნაადრევი იქნება? იმედია, ტრავმას არ მიიღებს.

    - მოდი, ვცადოთ და ვნახოთ, რას წარმოადგენენ...



    პორტუგალიაში ლეოსთან ერთად მისი მშობლები და ძმა გაემგზავრნენ.



    თამაშის დაწყებამდე, ჩვეულებრივ, მესი გასახდელ ოთახში შევიდა, სადაც რაიკაარდს შემადგენლობა უნდა დასახელებინა.



    პირველი ტაიმი დამთავრდა, მეორე იწყებოდა... ლეო სათადარიგოთა შორის იჯდა. როდესაც მატჩის დასრულებამდე 25 წუთი დარჩა რაიკაარდმა თავის ასისტენტს, ჰენკ ტენ კატეს უთხრა: 'მოდი, გამოვცადოთ ბიჭუნა'. მესის უთხრეს, რომ მომზადებულიყო. ლეოს უჩვეულო გრძნობა დაეუფლა, გულმაც უფრო სწრაფად დაუწყო ფეთქვა, მაგრამ მას თამაში სურდა. რაიკაარდმა არგენტინელს ხელი მხარზე დაადო და წარმატებები უსურვა.



    მესის დიდებული იოჰან კრუიფის 14-ნომრიანი მაისური ეცვა. ათწუთიანი მომზადების შემდეგ, 75-ე წუთზე მესიმ ფერნანდო ნავარო შეცვალა.



    სტადიონზე მყოფი ლეოს მშობლები, ხორხე და სელია ცრემლებს ვერ იკავებდნენ: "დიახ, ჩვენ მართლა ავტირდით. ეს მოულოდნელი იყო, რადგან არ გვიფიქრია, რომ მისი დებიუტი ამ დღით შედგებოდა, - გაიხსენა ხორხე მესიმ. - ჩვენ გვეგონა, რომ ის ფორმალურად, საჭირო რაოდენობით მოთამაშეების ყოლისთვის წაიყვანეს, შემდეგ კი მათ ლეოს უხმეს და მოსამზადებლად გაუშვეს. როცა მინდორზე გავიდა, დიახ, ვტიროდით. მჯერა, ეს იყო ჯილდო იმ მსხვერპლის სანაცვლოდ, რომლის გაღებაც მას მოუწია".



    ბარსასთვის თავის პირველსავე მატჩში მესის გოლის გატანა ორჯერ შეეძლო. "თითქოს, ის ჩვენთან ერთად მთელი ცხოვრება თამაშობდა. მისი გადაადგილება დაუჯერებლად შესაბამისობაში მოდიოდა ჩვენს თამაშთან, - იხსენებს ტენ კატე. - მახსოვს, ვიფიქრე: თუ 15 ან 16 წლის ასაკში ასე თამაშობს, პორტუს წინააღმდეგ, ტრიბუნებით სავსე ახალი სტადიონის გახსნისას, ეს ნიშნავს, რომ ის რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა. ფრანკი და მე ერთმანეთს გაოცებულები ვუყურებდით და ვცდილობდით გაგვერკვია, რასთან გვქონდა საქმე!" თამაშის შემდეგ ეიფორიამ მოგვიცვა: "ის რონალდინიოსთან ერთად უნდა დავაყენოთ! ლეო ტყვიასავით სწრაფია!"



    პრესკონფერენციაზე რაიკაარდი მესის შესახებ საქებარი სიტყვებით გამოვიდა: "მან ორი საგოლე მომენტი შექმნა და გოლი თითქმის გაიტანა. ლეოს დიდი ტალანტი და მომავალი აქვს".



    მაგრამ ლეო იმედგაცრუებული იყო. მან ბარსელონა B-ში თანაგუნდელებს შემდეგი სიტყვები უთხრა: "პირველი შანსი ვერ გამოვიყენე - ეს ჩემი ჩავარდნაა".



    ჟურნალისტმა კრისტინა კუბერომ გაიხსენა, როგორ ადიოდა მესი ბარსელონას ავტობუსში: "თავჩაღუნული იყო. მედიის ყურადღების გამო მორცხვობდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდორზე მას საჭირო ძალა გააჩნდა, მაგრამ არა - მის გარეთ".



    მესიმ ის 14-ნომრიანი მაისური დედას აჩუქა. ახლა ის როსარიოში, მესის სახლში ინახება.







    ოფიციალური დებიუტი



    დრაგაოს შემდეგ მესიმ თამაში ბარსელონა B-ში გააგრძელა, მაგრამ უკვე შესამჩნევი ფიგურა იყო. 2003 წლის 18 ნოემბერს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ მესის პირველი ვრცელი სტატია მიუძღვნა, სათაურით - "მომავლის ვარსკვლავი".



    ბარსელონაში მესის ოფიციალური დებიუტი მხოლოდ 11 თვის შემდეგ შედგა - რაიკაარდი მესის ტალანტს მაქსიმალურად უფრთხილდებოდა და ცდილობდა, ლეო არ დაეტვირთა. 2004 წლის 16 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში ესპანიოლის წინააღმდეგ მესიმ 82-ე წუთზე დეკო შეცვალა. ბარსამ კატალონიური დერბი მინიმალური ანგარიშით, 1-0 მოიგო.



    პირველი გოლი არგენტინელმა 2005 წლის პირველ მაისს, ალბასეტეს კარში გაიტანა. მაშინ მესი 17 წლის, 10 თვის და 7 დღის იყო. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მეტოქის კარის ასაღებად მას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდა! 87-ე წუთზე მინდორზე შევიდა, 88-ე წუთზე - გაიტანა.



    2005 წლის ივნისში არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ლეო 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, მოგვიანებით კი საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მფლობელი გახდა.



    იმ ზაფხულშივე იუვენტუსში მომუშავე ფაბიო კაპელომ მისთვის კარგად ნაცნობ რაიკაარდს (ჰოლანდიელი მისი ხელმძღვანელობით მილანში თამაშობდა) მესი სთხოვა.



    "დიახ, ჩვენ წინასასეზონო ტურნირში გამოვდიოდით. შესვენებაზე რაიკაარდთან მივედი და შევთავაზე, რომ მესი ერთწლიანი იჯარით იუვენტუსში გამოეშვა. მან მითხრა, რომ კლუბს ამ საკითხზე სამი-ოთხი თვე უნდა ეფიქრა", - იხსენებს კაპელო.







    ჰენკ ტენ კატე: "თავიდანვე ვხვდებოდით, რომ მესი კიდევ უფრო დიდი ვარსკვლავი გახდებოდა, ვიდრე რონალდინიო. მახსოვს, ფრანკთან, კაბინეტში ვიჯექი და გაზეთში ვკითხულობდით, რომ ჩვენ რაფაელ ვან დერ ვაარტის შეძენას ვაპირებდით. ფრანკს გადავხედე. ახალი ნანახი გვქონდა ბარსელონა B-ს მორიგი თამაში, რომელშიც მესიმ მთავარი როლი შეასრულა. ფრანკმა თქვა: ჩვენ არ გვჭირდება ვან დერ ვაარტი".



    რაიკაარდი აბსოლუტურად მართალი იყო...

    15
    გასულია
    forever barcelona გულშემატკივარი [?]

    18 ნოემბერი 2018 21:01

    იშრომე და მმოხვდები.ისე ლამასიელი რომ გახდე რამდენი ხანი უნდა იღამაშო?

    0
    გასულია
    me da barca Culé [?]

    18 ნოემბერი 2018 20:44

    ლენინმა გვიანდერძა: სწავლა, სწავლა და კვლაც სწავლა.. იგივეა შრომა, შრომა და შრომა რომ მოხვდე პირველ გუნდში. ისე ლენინის დედაც.

    8

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied