"ბარსა ბ"-ს ალენიას დაბრუნებამ უშველა

"ბარსა ბ"-ს ალენიას დაბრუნებამ უშველა

გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის მე-13 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონა ბ" და "კორნელია" დაუპირისპირდნენ.

12 ტურის შემდეგ, ორივე გუნდს 16 ქულა ჰქონდა, მაგრამ გუშინ კატალონიელებმა იმარჯვეს და მეტოქეს 3 ქულით გაასწრეს.

"ბარსა ბ"-ს, რომელსაც 4-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, პირველი გუნდიდან, ერთი თამაშით, კარლეს ალენია დაუბრუნდა, რამაც შედეგი გამოიღო და კატალონიელებმა წარუმატებელი სვლა შეწყვიტეს.

ბარსელონა ბ-კორნელია 2:1

ბარსელონა ბ: ინიაკი პენია, ვაგე, არაუხო, ჩუმი, მირანდა, ო. ბუსკეტსი, კარლეს პერესი (კუენკა 90+3), მონჩუ, აბელ რუისი (მუხიკა 82), ალენია, კოლიადო (რიკი პუჩი 75)

გოლები: 1:0 კარლოს პერესი 34, 2:0 აბელ რუისი 56, 2:1 პერე 68 (პენ)

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.