ივან რაკიტიჩის ხორვატიამ ბუსკეტსის, ალბას და რობერტოს ესპანეთი ბოლო წუთზე დაამარცხა
ერთა A ლიგის მე-4 ჯგუფში, ზაგრებში, ერთმანეთს ხორვატიის და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე, 54-ე წუთზე, ანდრეი კრამარიჩის გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, თუმცა წონასწორობა რამდენიმე წამში აღდგა. თავი დანი სებალიოსმა გამოიჩინა. ხორვატია წინ კიდევ ერთხელ 69-ე წუთზე გავიდა, მაგრამ ტიმ იედვაის გოლს ესპანელებმა ისევ უპასუხეს. დაახლოებით 10 წუთში, სერხიო რამოსმა ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. გადამწყვეტი ბურთი კი დამატებულ წუთებზე გავიდა: იედვაიმ დუბლი გაუფორმა და ბალკანელებს 3 ქულა მოუტანა.
"ბარსელონას" ფეხბურთელებიდან, ამ მატჩში მონაწილეობა ივან რაკიტიჩმა (67 წთ.), სერხიო ბუსკეტსმა, სერჟი რობერტომ და ჟორდი ალბამ მიიღეს.
ჯგუფში მდგომარეობა ასეთია: 4 თამაშის შემდეგ, ესპანეთს 6 ქულა აქვს, ხორვატიას და ინგლისს კი - 3 თამაშის შემდეგ - 4-4.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]