ზლატკო დალიჩმა "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნე შეაქო

ზლატკო დალიჩმა "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნე შეაქო

ხუთშაბათს, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ზაგრებში ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ზლატკო დალიჩმა "ბარსელონას" სამიზნეზე, დანი ოლმოზე ისაუბრა.

დალიჩმა ზაგრების "დინამო" შეაქო და შემდეგ მის ერთ-ერთ ლიდერსაც გადაწვდა.

"დინამოს" კარგი სეზონი ჰქონდა და ყველამ ვიხილეთ, როგორ იბრძოლა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად. ოლმო კი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, რომელიც შესანიშნავად თამაშობს და თამაშში გარდატეხის შეტანა ძალიან სწრაფად შეუძლია. ეს კლუბი მას განვითარებაში ეხმარება და როგორც ხედავთ, ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების წევრია."

რაც შეეხება ხვალინდელ დაპირისპირებას, დალიჩის აზრით, "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, "ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების თამაშის სტილი შეცვალა. თამაშში გუნდი ბურთის ფლობას დიდ ყურადღებას აღარ უთმობს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ თამაშს აჩვენებს ჩვენი კონკურენტი. ჩვენი გეგმა აქტიური პრესინგია. 6-0-სთვის შურისძიებას არ ვფიქრობთ, მხოლოდ 3 ქულის აღება გვინდა, რომელიც "უემბლიზე" ვიზიტისთვის შესანიშნავი იქნებოდა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 15 ნოემბერი 2018 11:18
    0
    ციტატა: sergio busquets5
    ისე დალიჩზე რას იტყვით დროებით რომ მოიყვანონ

    ამის მაღალი დონის სპეციალისტობა არგაიშვა :დდ
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 15 ნოემბერი 2018 10:23
    0
    ისე დალიჩზე რას იტყვით დროებით რომ მოიყვანონ