ლუის ენრიკე "ბარსა"-"ბეტისს" ესწრება

  • 11-11-2018, 20:11
  • ლუის ენრიკე "ბარსა"-"ბეტისს" ესწრება

    ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე "ბარსელონას" და "ბეტისის" დაპირისპირებას თვალს "კამპ ნოუს" ლოჟიდან ადევნებს. 

    პირველი ტაიმის შემდეგ, "ბარსას" ექს-დამრიგებელი კატალონიელების თამაშით დიდად კმაყოფილი არ უნდა იყოს. 

    ენრიკეს მოახლოებული მატჩებისთვის შეხვედრის 4 მონაწილე ჰყავს გამოძახებული. სერჟი რობერტოს, ჟორდი ალბასა და სერჟიო ბუსკეტსთან ერთად "ფურია როხას" განაცხადში "ბეტისის" მეკარე პაუ ლოპესიცაა, რომელმაც თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან საოცარი სეივით იხსნა. 

    ესპანეთი 15 ნოემბერს ერთა თასზე ხორვატიას ეთამაშება, 18 ნოემბერს კი ბოსნიას შეხვდება. 

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 11 ნოემბერი 2018 21:03

    ეხ ლუის ენრიკე სად ხარ expressionless

    0
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    1 - 11 ნოემბერი 2018 20:38

    დაგვიბრუნდი ლუჩო

    1

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    მოიწონე ჩვენი ახალი Facebook გვერდი