"ატლეტიკოს" "ბარსელონასთან" დიეგო გოდინი არ ეყოლება

"ატლეტიკოს" "ბარსელონასთან" დიეგო გოდინი არ ეყოლება

მადრიდის "ატლეტიკოს" კაპიტანი დიეგო გოდინი გუნდს 24 ნოემბერს, "ბარსელონასთან" გასამართ დაპირისპირებაში ვერ დაეხმარება.

გუშინ, "როხიბლანკომ" "ბილბაოს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 მოიოგო. თამაშის მიწურულს, გოდინს უკვე ტრავმა აწუხებდა, მაგრამ "ატლეტიკოს" სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და კაპიტანმა მოედნის დატოვებაზე უარი თქვა. 91-ე წუთზე, გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა, შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ 32 წლის ცენტრალური მცველის დაზიანება მსუბუქი არაა.

გოდინი მკურნალობისთვის საჭირო დრო უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ახლა კი მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ ის ორ კვირაში "ბარსელონასთან" ვერ ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    kenchogio
    სტუმარი [?]
    #1 11 ნოემბერი 2018 13:11
    2
    gushin vuyure amat tamashs didi araferi zlivs mouges bilbaos ori goli kutxurze shrugdes da erti shoridan gauarda tom... ragaca ro qvia da mokled godini dacvashic daakldebat magra filipe luisi vafshe ar ari formashi da dacvshi ver iqnebian zlierad. da chven messi da umtiti ro dagvibtunfebian imedia karg formashi gadavaxevt burts tavze