მარკ ბარტრა: ეს განსაკუთრებული დღეა

  • 11-11-2018, 11:14
  • მარკ ბარტრა: ეს განსაკუთრებული დღეა

    "ბარსელონას" დღევანდელი მეტოქის", "ბეტისის" სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს იმას, რასაც კატალონიელები 90-იანი წლებიდან მოყოლებული აკეთებენ, კლუბში იოჰან კრუიფის მწვრთნელად მოსვლის შემდგომ. თუმცა ამ გუნდებს შორის თანაკვეთა მხოლოდ სათამაშო სტილით არ შემოიფარგლება.

    ამჟამად, სევილიური კლუბის შემადგენლობაში 2 "ლა მასიელი" ირიცხება: მარკ ბარტრა და კრისტიან ტელიო. ასევე, "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი, სერა ფერერი ამჟამად სწორედ "ბეტისის" სპორტული მენეჯერია.

    მათგან ყოფილ კლუბს პირველად მხოლოდ ბარტრა დაუპირისპირდება. ფეხბურთელი კლუბში 2002-დან 2016 წლამდე ირიცხებოდა, როცა 25 წლის ასაკში დორტმუნდის "ბორუსიას" მიაშურა. გერმანული კლუბი მას შემდეგ "ბარსას" არ შეხვედრია და მისი ესპანეთში დაბრუნების შემდგომაც ეს კატალონიურ და სევილიურ გუნდებს შორის გასამართი პირველი დაპირისპირებაა. სხვათა შორის, ბარტრას ტრანსფერი "ბეტისში" სწორედ ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირების შემდეგ, რომელიც კატალონიელებმა 5-0 მოიგეს სტუმრად, 9 დღეში გაოფიციალურდა.

    ბარტრასთვის საქმეები კარგად მიდის, მას ლუის ენრიკე სულ უფრო და უფრო მეტ ნდობას უცხადებს და ნაკრებშია გამოძახებული.

    ესპანელი მცველი კიკე სეტიენთან გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციაშიცაა, RAC1-თან სევილიელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ "ბარტრა უნდა დაფიქრდეს, რატომაა ის "ბეტისში" "ბარსელონასა" და "ბორუსიას" შემდეგ." ამან გულშემატკივრების დიდი ნაწილი გააბრაზა და სეტიენმაც ბოდიში მოიხადა.

    უკანახაზელი "კამპ ნოუზე" დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: "ხვალ ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. პროფესიონალურ კარიერაში პირველად ვხვდები გუნდს, რომელმაც აღმზარდა ფეხბურთელად და იმ სტადიონზე ვბრუნდები, სადაც ვცხოვრობდი, ვთამაშობდი, ვყვიროდი, ვტიროდი, სადაც მეგობრები შევიძინე და დაუვიწყარი ოცნებები ავისრულე."

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 11 ნოემბერი 2018 18:00

    კი განსაკუთრებულად გათრევთ

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 11 ნოემბერი 2018 13:29

    მაგრად მომწონს ბარტრას სათამაშო სტილი...

    6
    --------------------
    Nothing is impossible...
    გასულია

    2 - 11 ნოემბერი 2018 12:24

    ციტატა: Luka97
    გული მწყდება, რომ ვერ განვითარდა ბარსაში ((

    ყველაზე მეტად მევასება ეს ბეტისში კარგად თამაშობს და კარგია მისთვის ძაან დაუგვიანდა წასვლა თორე

    5
    გასულია

    1 - 11 ნოემბერი 2018 12:19

    გული მწყდება, რომ ვერ განვითარდა ბარსაში ((

    5