ალენიას პირველ გუნდში ზედიზედ მეოთხედ უხმეს

  • 11-11-2018, 10:27
  • ალენიას პირველ გუნდში ზედიზედ მეოთხედ უხმეს

    დღევანდელი მატჩის განაცხადში მოხვდა "ბარსელონას" აკადემიის ფეხბურთელი, კარლეს ალენია. ერნესტო ვალვერდე მას უკვე ზედიზედ მეოთხე თამაშია იძახებს.

    როგორც ჩანს, საბოლოოდ ახალგაზრდა ესპანელი გუნდის მთავარ შემადგენლობაში წელსვე დაწინაურდება. შეგახსენებთ, რომ ეს სეზონის სტარტშივე იყო დაგეგმილი, თუმცა ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და ფორმის აღსადგენად დროებით ისევ "ბარსელონა ბ"-ში დაბრუნდა.

    ერნესტო ვალვერდემ იგი "კულტურალ ლეონესასთან" განაცხადში შეიყვანა, სადაც ცვლილებაზე ტრავმირებული სამპერის ნაცვლად შევიდა. ამის შემდგომ იგი გუნდთან ერთად იმყოფებოდა "რაიოსთან" და "ინტერთან" გასვლით შეხვედრებში.

    ხვალ კი, შესაძლოა მან რამდენიმე წუთიც მიიღოს, თუმცა ეს თამაშის განვითარების სცენარზეა დამოკიდებული.

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    4 - 11 ნოემბერი 2018 17:53

    კარგია მატა ხანდახან რო ათამაშოს უკეთესი იქნება

    0
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 11 ნოემბერი 2018 17:00

    ანუ ზედიზედ მეოთხედ გაათბობს სკამს

    1
    გასულია

    2 - 11 ნოემბერი 2018 12:16

    პირველ გუნდში უხმეს თორემ ესეც ძირითადში არ დააყენონ. რას გადააკვდა ამას, პუჩი გამოეძახებინა ამის მაგივრად კარგი იქნებოდა

    0
    გასულია

    1 - 11 ნოემბერი 2018 11:47

    არადა ცუდი ბიჭი არ არი ეს, ლეონესასთან მომეწონა ამის თამაში და ისეც არაუშავს

    0