ვალვერდე: მესი ტრავმის მიღების შიშით აღარ თამაშობს

  • 10-11-2018, 22:13
  • ვალვერდე: მესი ტრავმის მიღების შიშით აღარ თამაშობს

    20 დღიანი უქმობის შემდეგ, ლიონელ მესი "ბარსელონას" განაცხადში დაბრუნდა, თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ მწვრთნელმა ეს გადაწყვეტილება უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის მიიღო და ხვალ არგენტინელის მოედანზე გაყვანას არ გარისკავს. ერნესტო ვალვერდე კი ამბობს, რომ სარისკო არაფერია:

    "მესი აღარ თამაშობს იმის შიშით, რომ მინდორზე დაეცემა და მკლავს იტკენს, ან მცველს შეეჯახება. ამაზე ფიქრი შესაძლებლობებს გიზღუდავს და აუცილებელია, რომ თავიდან ამოიგდო. ყველაზე ცუდ სცენარზე ფიქრი საჭირო ნამდვილად არაა. ლეოს ფეხი არ დაუზიანებია და გამიზეზების საფრთხე არ ემუქრება. ახლა, ის მშვიდად და კომფორტულად გამოიყურება". - აცხადებს ვალვერდე. 

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 11 ნოემბერი 2018 00:56

    რო ამბობთ რო ატლეტიკოსთან გამოიყვანოსო ისაო ესაო ფსიქოლოგიური მომენტია მაქ ... უეჭველი უნდა ათამაშოს ბეტისსთან რო ეგ შიში დაძლიიოს !!!!

    4
    საიტზეა

    6 - 10 ნოემბერი 2018 23:58

    მაინც ჯობია რო ბოლო 20-25 წუთი ითამაშოს თავის გასაკეთებელს მაგ დროშიც გააკეთებს

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 10 ნოემბერი 2018 23:12

    პირად გამოცდილრბას გაგიზიარებთ. ფეხი მქონდა მოტეხილი (წვივის ვიწრო ძვლის მოტეხილობა) და თაბაშირი მქონდა სადღაც ერთი თვე, როცა მომხსნეს თაბაშირი სადღაც 2-3 კვირა აღდგენითი ვარჯიშები ვაკეთე და მოკლედ ბოლომდე გამოვჯანმრთელდი. როდესაც მოედანზე დავბრუნდი სადღაც 2-3 თამაში მაინც ვფრთხილობდი და ზედმეტად ბრძოლაში არ შევდიოდი და ამ 2-3 თამაშის შემდეგ ისევ ჩვეულებრივად განვაგრძე თამაში. ამით რისი თქმა მინდა მესი შანსი არაა პირველივე თამაშში გაგიჟდეს და როგორც იბრძვის ხოლმე ისე იბრძოლოს და ჩემი აზრით ბეტისთან მესის გამოყვანა სულ რაღაც 15-20 წუთით არ იქნება ცუდი აზრი რადგან უნდა დარწმუნდეს თვითონ ფსიქოლოგიურად რომ აღარ აიკიდებს ოდნავ დაცემაზე ტრავმას და აქ რომ წერთ დაისვენოს ბეტისთან და ატლეტიკოსთან დაბრუნდეს... არ გირჩევნიათ ბეტისთან მოსინჯოს თავისი არატრავმიანობა და ატლეკოსთან უფრო გაბედულად გავიდეს ვიდრე ატლეტიკოსთან დაიწყოს მოსინჯვა და ზედმეტად გაუფრთხილდეს თავის თავს?

    15
    გასულია

    4 - 10 ნოემბერი 2018 22:38

    ახალი მოშუშებული აქვს ტრამვა რა ეჩქარება ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი თამაში ატლეტიკოსთან გვაქვს და რად უნდა რომ თავი ასე გაიმეტოს და გარისკოს

    1
    გასულია

    3 - 10 ნოემბერი 2018 22:29

    დებილები არიან რო ათამაშონ თუ არაა ბოლომდე მზად? :დ ხო რისკავენ გადამწყვეტი თამაშია ბეტისთან :დდ

    0
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია

    2 - 10 ნოემბერი 2018 22:25

    ციტატა: GioO_FCB
    რაც უნდა კარგზე ფიქრობდე და ცუდი აზრები არ გაწუხებდეს, მაინც არ იცი რა ხდება და არ ღირს გარისკვა რა, ერთი ცუდი დაცემა და შეიძლება უარესი ტრავმა მიიღოს და თვეები გამოტოვოს და დასანანი იქნება საუკეთესო ფეხბურთელმა ხელის გამო ვერ ითამაშოს

    რამდენი ყოფილა რო თაბაშირით თამაშობდა მთავარია ფეხი ქონდეს კარგად ხელი დიდი არაფერია

    0
    გასულია

    1 - 10 ნოემბერი 2018 22:23

    რაც უნდა კარგზე ფიქრობდე და ცუდი აზრები არ გაწუხებდეს, მაინც არ იცი რა ხდება და არ ღირს გარისკვა რა, ერთი ცუდი დაცემა და შეიძლება უარესი ტრავმა მიიღოს და თვეები გამოტოვოს და დასანანი იქნება საუკეთესო ფეხბურთელმა ხელის გამო ვერ ითამაშოს. აგერ მოდის სანაკრებო პაუზა და ამ დროს გამოჯანრთელდება სრულად და მერე რისკის გარეშე ითამაშებს

    0