კიკე სეტიენი "ბარსელონასთან" მატჩის წინ

  • 10-11-2018, 22:04
  • კიკე სეტიენი "ბარსელონასთან" მატჩის წინ

    "ბარსელონას" და "ბეტისის" თამაშამდე ერთი დღით ადრე, პრესკონფერენცია ანდალუსიელთა დამრიგებელმა, კიკე სეტიენმაც გამართა. 

    "ერთი და იგივე სტილი გვაქვს, მაგრამ, განსხვავება ისაა, რომ "ბარსა" უკვე 25 წელია ამას აკეთებს, ჩვენ კი მხოლოდ წელიწად-ნახევარი. არ ვიცი, რამდენად შევძლებთ მეტოქის დაჯაბნას, თუმცა ცდას არ დავაკლებთ. როცა ბურთი არ გვექნება, დაცვას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. 

    იმედი მაქვს, საგოლე ეპიზოდების გამოყენებას უკეთესად შევძლებთ, ვიდრე წინა შეხვედრაში, "მილანთან". იქ 5 რეალური მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ ვისარგებლეთ. მჯერა, რომ ეს შეიცვლება და რეალიზაციის მაჩვენებელს გამოვასწორებთ. 

    ჩვენ ბურთის გაკონტროლებას, მეტოქის ნახევარზე "ბარსას" ფეხბურთელების წნეხის ქვეშ მოქცევას ვეცდებით". - თქვა სეტიენმა. 


    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტზეა

    1 - 10 ნოემბერი 2018 23:57

    დაგასამარებთ ხვალ

    1
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued