ერნესტო ვალვერდე "ბეტისთან" მატჩის წინ

ერნესტო ვალვერდე "ბეტისთან" მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ "ბეტისთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. 

მეტოქე

"ჩვენს მსგავსად, "ბეტისიც" ბურთზე კონტროლის მოპოვებას ეცდება". 

მესის და უმტიტის დაბრუნება

"ეს ძალიან კარგი სიახლეა, რადგან ორივე ფეხბურთელს გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი შეაქვს". 

ჟორდი ალბა

"ალბამ ბევრ კომპონენტში მოუმატა და ახლა, "ბარსელონასთვის" საკვანძო ფიგურაა. მან სეზონი კარგად დაიწყო, ბევრი იშრომა და ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა". 

უსმან დემბელეს არყოფნა

"დემბელე ძალიან ნიჭიერია. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და იმედი მაქვს, მომდევნო ჯერზე დაგვეხმარება". 

კლემან ლანგლე

"ახალწვეულებს გუნდთან შეჩვევა სჭირდებათ, ეს კი ადვილი პროცესი არაა. ეს, განსაკუთრებით, მის პოზიციაზეა რთული, რადგან "ბარსას" თამაშის სტილის გამო, დაცვა ყოველთვის რისკის ქვეშაა. ლანგლე ადაპტაციის პერიოდს კარგად გადის და მოხარული ვარ, რომ ასეა". 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.