დემბელეს მორიგი უპასუხისმგებლო საქციელი

დემბელეს მორიგი უპასუხისმგებლო საქციელი

უსმან დემბელემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "ბარსელონაში" წარმატების მისაღწევად მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. საუბარი ახალგაზრდა ფრანგის ქცევაზე გვაქვს.

უსმან დემბელეს რომ პროფესიონალიზმი აკლდა, ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, სანამ ის "ბარსელონაში" გადმოვიდოდა. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა შეიტყო, რომ "დორტმუნდი" მას კატალონიურ კლუბში არ უშვებდა, ახალგაზრდა ფრანგი სახლში გამოიკეტა და მან გერმანულ კლუბთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.

"ბარსელონაში" გადმოსვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დემბელე არასწორად იკვებებოდა.

შემდეგ იყო "ინტერთან" მატჩის წინ გამართულ შეკრებაზე დაგვიანება.

დღეს კი, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილია, რომ დემბელემ გუშინდელი ვარჯიში მუცლის ტკივილის გამო გამოტოვა. თუმცა, Sport-ის ცნობით, "ბარსელონას" ფეხბურთელისგან ვარჯიშის გაცდენის მიზეზის გაგება ძალიან გაუჭირდა.

იმ დროს, როდესაც ყველა ფეხბურთელი უკვე სავარჯიშო მოედანზე იყო, დემბელე არსად ჩანდა და კლუბი მასთან დაკავშირებასაც ვერ ახერხებდა. დაახლოებით საათნახევრიანი მცდელობის შემდეგ, "ბარსას" წარმომადგენლები დემბელეს დაუკავშირდნენ. გაირკვა, რომ ფეხბურთელი სახლში იყო და მას მუცელი სტკიოდა. კლუბის მედიკოსები უსმანს სახლში ეწვივნენ და მათ დაადასტურეს, რომ ფეხბურთელს, მუცლის არეში, პრობლემა აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #17 10 ნოემბერი 2018 04:34
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: goutsaevi
    არც ეგეთი მაგარია რო მსგავსი ხუშტურები გაუტარო და მივცეთ პსჟ ეს და + ასიმილიონი და დავიბრუნოთ ნეიმარი. კი ცუდად მოიქცა და გვიღალატა მაგრამ ბევრი მიზეზია რო დავივიწყოთ წყენა. ყველაზე მთავარი რო რეალში არ წავიდეს და იქ ვინისიუსთან ერთად სუპერ დუეტი არ შექმნას.

    სუპერ დუეტი არა იხვის ტოლმა გამომივიდა ეს ვინიციუსი მეორე რონალდინიო

    მე მითქვამს და აჰა .....
    Wayne ♛♛♣♣
    სტუმარი [?]
    #16 10 ნოემბერი 2018 01:30
    0
    არაა ცუდი ფეხბურთელი უბრალოდ განწყობა არ უვარგა ფაქტია
    messiiesta
    სტუმარი [?]
    #15 9 ნოემბერი 2018 23:00
    2
    გაყიდეთ ეს კოღო სანამ ასაკის ფასი მაინც ღირს მერამდენედ დავწერო,, გააჯმევინეთ აქედან თავხედი ნაბოთლარი ესა
    Culé [?]
    #14 9 ნოემბერი 2018 22:47
    0
    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ გუნდში თავს არაკომფორტულად გრძნობს და სხვებთან ვერ აწყებს მეგობრულ ურთიერტობას , ეჰ ამისთვის ერტი კარგი გოგო შეყვარებულად კარგი იქნებოდა , გაამხნევებდა სულიერად და უფრო მოტივირებულს გახდიდა
    გურო ბარსა 2006
    სტუმარი [?]
    #13 9 ნოემბერი 2018 19:40
    3
    როგორც უდგებაა საქმეს იმ შედეგს იღებს არაადა მას მეტის გაკეთება შეუძლია როცა რენში თამაშობდაა იმის ნახევარსაც ვერ აკეთებს ახლაა
    Culé [?]
    #12 9 ნოემბერი 2018 19:03
    1
    შტერი ხარ დემბო. რო შემოგხედავს კაცი როჟააზე მიხვდება... მაინც გვეიმედება შენი ხალხს და გგულშემატკივრობთ... ეს კიდე დედიკოს რომ არ დაუჯერებ და ბევრ ღორის ხორცებს შეჭამ ან ჩასკდბეი და მუცელს აიტკივებ აიი ეგრე იქცევა... ბარსელონაში თამაშობ ბლია.დ. დაიცავი დიეტაა... იშრომე. ივარჯიშე... დორტმუნდში რომ არ გამოცხადდა ვარჯიშებზე გახსოვთ? პროტესტი აქვს ბიჭს.. ასე გამოხატავს უკმაყოფილებას.. ამას თავი ბაღში გონიაა.. გაგვებუტება და შეურიგდებიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 9 ნოემბერი 2018 18:46
    3
    აუ აუ ეს იმენნა ბავშვია რა ! თან მეცოდება ეს ჩემისა პატარა ჩერჩეტია ამას გვარდიოლა უნდა ან კლოპი და ძალიან მაგარ ფეხბურთს ითამაშებს
    igroki5258
    სტუმარი [?]
    #10 9 ნოემბერი 2018 18:37
    0
    არ გამოვა ამისგან არაფერი, სანამ ფასი აქ უნდა გაყიდონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 ნოემბერი 2018 18:28
    2
    ციტატა: goutsaevi
    არც ეგეთი მაგარია რო მსგავსი ხუშტურები გაუტარო და მივცეთ პსჟ ეს და + ასიმილიონი და დავიბრუნოთ ნეიმარი. კი ცუდად მოიქცა და გვიღალატა მაგრამ ბევრი მიზეზია რო დავივიწყოთ წყენა. ყველაზე მთავარი რო რეალში არ წავიდეს და იქ ვინისიუსთან ერთად სუპერ დუეტი არ შექმნას.
    კი ვინიციუსი-ნეიმარი სუპერ დუეტი იქნება
    გავარტყი ყველა დუატს სადაც ეგენი არიან 😂👌
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    Culé [?]
    #8 9 ნოემბერი 2018 17:50
    0
    არც ეგეთი მაგარია რო მსგავსი ხუშტურები გაუტარო და მივცეთ პსჟ ეს და + ასიმილიონი და დავიბრუნოთ ნეიმარი. კი ცუდად მოიქცა და გვიღალატა მაგრამ ბევრი მიზეზია რო დავივიწყოთ წყენა. ყველაზე მთავარი რო რეალში არ წავიდეს და იქ ვინისიუსთან ერთად სუპერ დუეტი არ შექმნას.
    Onl Y Human
    სტუმარი [?]
    #7 9 ნოემბერი 2018 17:43
    2
    იმედია ეს ცრუ ინფორმაციაა და მართლა ესე უპასუხისმგებლოდ არ მოქცეულა
    temo24
    სტუმარი [?]
    #6 9 ნოემბერი 2018 17:26
    2
    გასაგებია რომ მუცელი სტკიოდა და ვერ წავიდოდა ვარჯიშზე რათქმაუნდა მაგრამ ხო უნდა დაერეკა და ეთქვა რომ ვერ მოვალო
    Culé [?]
    #5 9 ნოემბერი 2018 16:46
    6
    ციტატა: Dembuzzz11
    ესეც ვალვერდეს ბრალია ტუხელის ხელში რატო ვერ ბედავდა ამდენს გუნდს სჭირდება ნორმალური მწვრთნელი რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს და არა ფეხბურთელები... გასახდელში რაღAც ხდება განსაკუთრებით კი კოუტინიოსთან..ეს უნდა მოგვარდეს თორე ეგრე არ გამოვა კოუტინიოს და სუარესს ვინც არ მოეწონება ყველას ვერ გაუშვებენ.... ესე არ იყო ადერ ნორმალური ურთიერთობა ქონდა ყველასთან და კაცმა არ იცის რა მოხდა ურთიერთობის პრობლემა უნდა მოაგვაროს ან კაპიტანმა ან მწვრთნელმა, მაგრამ სიმაღტლე რომ ვთქვათ მესი რაც არ იყო ამ თამაშებში მაგ თამაშებში აიგნორეს და მერე ანალოგიური გააკეთა ამანაც ბავშვია და რა ქნას ეხლ არ აქვს ჩამოყალიბებული ხასიათი ვინმემ უნდა მოხოდოს ესეც და ის ორიც (კოუტინიო სუარესი)... აგერ ნახეთ ეს წავა ეხლა ან ლივერპულში ან პესეჟეში და მოხოდავენ ის მრწვრთნელები და მერე ვინანებთ დარწმუნებული ვარ დემბელე მბაპესია ფეხბურთის მომავალი

    აქაც მივწვდით ვალვერდეს? ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები რომ აქვს ფაქტია დასჯა გამოიხატება არ თამაშით..აფხაზეთიც ვალვერდეს ბრალია სამხრეთ ოსეთიც და ყარაბახის კონფლიქტიც..კარგად ითამაშებს გუნდი რაღაცა წუნს ეძებენ რო გააკრიტიკონ..ეგრეც ხო არაა ფაქტია გუნდი ნელნელა თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას ცდილობს და გვეყოფა რა ამ კაცის ლანძღვა
    Dembuzzz11
    სტუმარი [?]
    #4 9 ნოემბერი 2018 16:23
    5
    ესეც ვალვერდეს ბრალია ტუხელის ხელში რატო ვერ ბედავდა ამდენს გუნდს სჭირდება ნორმალური მწვრთნელი რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს და არა ფეხბურთელები... გასახდელში რაღAც ხდება განსაკუთრებით კი კოუტინიოსთან..ეს უნდა მოგვარდეს თორე ეგრე არ გამოვა კოუტინიოს და სუარესს ვინც არ მოეწონება ყველას ვერ გაუშვებენ.... ესე არ იყო ადერ ნორმალური ურთიერთობა ქონდა ყველასთან და კაცმა არ იცის რა მოხდა ურთიერთობის პრობლემა უნდა მოაგვაროს ან კაპიტანმა ან მწვრთნელმა, მაგრამ სიმაღტლე რომ ვთქვათ მესი რაც არ იყო ამ თამაშებში მაგ თამაშებში აიგნორეს და მერე ანალოგიური გააკეთა ამანაც ბავშვია და რა ქნას ეხლ არ აქვს ჩამოყალიბებული ხასიათი ვინმემ უნდა მოხოდოს ესეც და ის ორიც (კოუტინიო სუარესი)... აგერ ნახეთ ეს წავა ეხლა ან ლივერპულში ან პესეჟეში და მოხოდავენ ის მრწვრთნელები და მერე ვინანებთ დარწმუნებული ვარ დემბელე მბაპესია ფეხბურთის მომავალი
    ფანი [?]
    #3 9 ნოემბერი 2018 15:50
    5
    დროებითია ეს პრობლემები. 21 წლისაა, პატარაა ჯერ.
    შეიძლება ბევრი ფეხბურთელი მის ასაკში უფრო ჩამოყალიბებული იყო, მაგრამ რას იზავ, ზოგს მეტი დრო სჭირდება, ზოგს ნაკლები. ამ ბიჭს რომ ვუყურებ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ გონებრივად ცოტათი დაქვეითებულია. ბევრი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი და რეაქციებს ვაკვირდები თამაშის დროს და აშკარად ცოტათი "ნელია". მთავარია მოედანზე რას შვრება ამ ბანძი მწვრთნელის დროს, რომელსაც საერთოდ არ აქვს უნარი განავითაროს ახალგაზრდა ტალანტები. მოვიდეს მკაცრი, მიზანდასახული ენერგიული და ავტორიტერული მწვრთნელი, ხელი მოკიდოს ამას და მისნაირებს და მერე ვნახოთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ნოემბერი 2018 15:48
    3
    საპირფარეშოში იჯდა და ტელეფონი გარეთ დარჩა, რა არი აქ უპასუხისმგებლო არ ქონდა და მოიგონნა თუ რა
    [?]
    #1 9 ნოემბერი 2018 15:09
    4
    როგორი დამღლელია ესეთ კაცთან ურთიერთობა. სულ რო ახალი მესი გადეს როგორ გინდა ამაზე დამოკიდებული გუნდი იყო,უცებ თამაშის წინ რამეს შეჭამს, აეშლება კუჭი და კარგად იყავი, ძალიან დიდი გულშემატკვიარი ვარ ამ ბიჭის, ისევე როგორც ყველა ტალანტის ბარსაში მარა უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე იმედი. პროსტა ამის გასვების მომხრე მანამდე არ ვარ სანამ კარგი მწვრთნელი არ მოვა, თორე რო გადავიდეს კლოპთან ან სადმე და ფრენა დაიწყოს ყველას გაგვიტყდება. ჩავიმაც ვეღარ მოაღწია რა. სეზონის ბოლოს გაყიდიან დარწმუნებული ვარ ვალვერდე თუ დარჩა. მალკომი ამაზე მეტად იმსახურებს იმ სათამაშო დროს რაც ამას აქვს. აშკარად წასვლა უნდა და მაგიტო იქცევა ესე.