"ბარსელონა" დე ლიგტისთვის ბრძოლაში ფავორიტი არაა

"ბარსელონა" დე ლიგტისთვის ბრძოლაში ფავორიტი არაა

ამსტერდამის "აიაქსის" ამომავალი ვარსკვლავის, მატიას დე ლიგტის "ბარსელონაში" გადმოსვლის შანსი მას შემდეგ შემცირდა, რაც საქმეში ტურინის "იუვენტუსი" ჩაერთო. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბებერ ქალბატონს", 19 წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში, ყველა კონკურენტთან, მათ შორის "ბარსელონასთან" შედარებით, უპირატესობა აქვს.

გასულ ზაფხულში, დე ლიგტი ტურინში იმყოფებოდა. "იუვენტუსის" წარმომადგენლებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ფეხბურთელი თავიანთ ბაზაზე მიიწვიეს. "ბებერი სინიორას" დირექტორის, პაველ ნედვედის დახმარებით, დე ლიგტმა "იუვენტუსის" სამყარო კარგად გაიცნო.

მატიას დე ლიგტი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ ის უკვე "აიაქსის" ვიცე-კაპიტანია და ფეხბურთელს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში უკვე 11 თამაში დაუგროვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Onl Y Human
    სტუმარი [?]
    #4 9 ნოემბერი 2018 20:00
    0
    იმედია არ დაკარგავენ დე ლიგტს იმენა ბარსელონას სტილისაა ეს ფეხბურთელი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 ნოემბერი 2018 19:27
    0
    ციტატა: Don_Andresito
    ეს ისეთ გუნდს არჩევს სადაც მომავალი წლიდან უკვე ძირითადში იქნება. და მიუხედავად იმისა რო ნიჭიერია, მაინც ცოტაა ისეთი გრანდი სადაც ამას გააძირითადებენ. ბარსაში უახლოესი 2 წელი გაუჭირდება. პიკე რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მაინც პიკეა და ესე ადვილად არავინ გადააჯენს სკამზე და არავინ გაუშვებს. იუვეშიც რავი, ბონუჩი კიელინი კაი 35 წლამდე ითამაშებენ, იქ რუგანი ყავთ და ასე შემდეგ. დიდი პერსპექტივა იქაც არ აქვს. ჩემი აზრით თუ მწვრთნელების მიხედვით აირჩევს დღეს კლოპი და პეპი საუკეთესოები არიან, პეპთან სავსეა გუნდი მცველებით, 4 ტოპ მცველი ყავთ და 2 იქიდან ახალგაზრდაა. აი ლივეში გადასვლა კი რეალური მგონია ამის მხრიდან, იქაც არიან ახალგაზრდა კარგი მცველები მარა ამას არც ერთი ჯობს. თან ვან დეიკთან დეუტში თამაშს მიჩვეულია და გაუუადვილდება ადაპტაცია. მარა ყველას ჯობს მოიცადოს კიდე 1.5 წელი და მერე წავიდეს თორე გაფუჭების ალბათობა დიდია.

    პიკე ისე კოხტად გადაჯდება სკამზე თქვენი მოწონებული ! აბა რამდენი შეცდომა აქვს დაშვებული წელს უკვე ამ სეზონში ?! სახელი? სახელი ვის რა ჯანდაბად უნდა პუიოლი დაჯდა სკამზე თამაშს რომ მოუკლო ! ძირითადში თამაშს რაც შეეხება ძალიან ადვილად შეეწყობა ბარსას უმტიტიზე ადვილად ! ჰოლანდიელი მცველებიდან ერთადერთი რაიციგერი მახსოვს სუსტი ყველა დანარჩენ ჰოლანდიელებისგან განსხვავებით ვისაც კი ბარსაში უთამაშია ....ეგ და დე იონგი ნამდვილად არ არიან დასაკარგი !
    [?]
    #2 9 ნოემბერი 2018 15:05
    1
    ეს ისეთ გუნდს არჩევს სადაც მომავალი წლიდან უკვე ძირითადში იქნება. და მიუხედავად იმისა რო ნიჭიერია, მაინც ცოტაა ისეთი გრანდი სადაც ამას გააძირითადებენ. ბარსაში უახლოესი 2 წელი გაუჭირდება. პიკე რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ მაინც პიკეა და ესე ადვილად არავინ გადააჯენს სკამზე და არავინ გაუშვებს. იუვეშიც რავი, ბონუჩი კიელინი კაი 35 წლამდე ითამაშებენ, იქ რუგანი ყავთ და ასე შემდეგ. დიდი პერსპექტივა იქაც არ აქვს. ჩემი აზრით თუ მწვრთნელების მიხედვით აირჩევს დღეს კლოპი და პეპი საუკეთესოები არიან, პეპთან სავსეა გუნდი მცველებით, 4 ტოპ მცველი ყავთ და 2 იქიდან ახალგაზრდაა. აი ლივეში გადასვლა კი რეალური მგონია ამის მხრიდან, იქაც არიან ახალგაზრდა კარგი მცველები მარა ამას არც ერთი ჯობს. თან ვან დეიკთან დეუტში თამაშს მიჩვეულია და გაუუადვილდება ადაპტაცია. მარა ყველას ჯობს მოიცადოს კიდე 1.5 წელი და მერე წავიდეს თორე გაფუჭების ალბათობა დიდია.
    Culé [?]
    #1 9 ნოემბერი 2018 14:50
    0
    ამ ბიჭს თუ სხვა გუნდში გაუშვებს ბარსა , ჩათვალოს ბართომ რომ სალფავს გაითხრის მაგ საქციელით