ლუის ენრიკე: "ფეხბურთელობის შემთხვევაში, ვისურვებდი, ჟორდი ალბა ვიყო"

  • 9-11-2018, 00:58
  • ლუის ენრიკე: "ფეხბურთელობის შემთხვევაში, ვისურვებდი, ჟორდი ალბა ვიყო"

    ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა ეროვნულ გუნდში პირველად გამოიძახა და ახლა მთავარი განხილვის თემა სწორედ ესაა.

    "ბარსელონას" ყოფილ დამრიგებელს პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საინტერესო კითხვა დაუსვა, ასტურიელი სპეციალისტის პასუხმა კი ბევრი გააკვირვა.

    - 2010 წელს ვისენტე დელ ბოსკეს ჰკითხეს, ფეხბურთელობის შემთხვევაში ესპანეთის ნაკრების რომელი მოთამაშის ადგილას ყოფნას ისურვებდა. მან კი უპასუხა, რომ ისურვებდა სერხიო ბუსკეტსი იყოს. მინდა იგივე კითხვა თქვენც დაგისვათ...

    - მე ვისურვებდი ჟორდი ალბა ვიყო, თუმცა მასზე ცოტათი მაღალი ვარ.

    "ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჟორდი ალბა ეროვნულ გუნდში გვეხმო. ის გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი იქნება." - დაამატა ლუის ენრიკემ.

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 9 ნოემბერი 2018 20:10

    მესისთვის პასების გაკეთება მოგინდა ხო ლუჩო joy

    0
    --------------------
    Nothing is impossible...
    გასულია

    7 - 9 ნოემბერი 2018 16:23

    ციტატა: davidus2020
    ლუჩომ მგონი ღომი ჭამა!!! დაჭკვა გაეხსნა

    ცივი უნდა იყოს. 😁

    0
    გასულია

    6 - 9 ნოემბერი 2018 12:51

    Es memgoni traks agoravebs

    2
    გასულია

    5 - 9 ნოემბერი 2018 10:04

    რას ერჩით ხალხო, მაგრად უყვარს ბარსა და მაინცდამაინც პირდაპირ ეთერში გინდათ თქვას რომ მაგიტომ ვასვენებ ბარსას ფეხბურთელებსო? თან სერიოზული თამაშები არაა, რეალი რამენაირად "გაუმკლავდება"! smile

    8
    საიტზეა

    4 - 9 ნოემბერი 2018 08:55

    კაი ქემაინც რო გაგეხსნა ტვინი

    2
    გასულია

    3 - 9 ნოემბერი 2018 01:52

    ლუჩომ მგონი ღომი ჭამა!!! დაჭკვა გაეხსნა

    3
    გასულია

    2 - 9 ნოემბერი 2018 01:07

    ამის და ალბას თემა ხომ არ გამოილია რაა კაია რო გამოიძახე მარა არ ათამაშო არ დაგვღუპო

    6
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 9 ნოემბერი 2018 01:01

    ჯიგარი ხარ ლუჩო

    3
    --------------------
    WE DID IT 6:1