სათასო მატჩის განაცხადი ცნობილია

სათასო მატჩის განაცხადი ცნობილია

ერნესტო ვალვერდემ ესპანეთის თასის 1/16-ფინალის პირველი მატჩისთვის განაცხადი დაასახელა, რომელშიც პირველი გუნდის 12 და "ბარსა ბ"-ს 6 ფეხბურთელი მოხვდა.

იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც "ბარსას" სასტარტო შემადგენლობის წევრებად მოიაზრებიან, განაცხადში მხოლოდ არტური და სერჟი რობერტო მოხვდნენ. ასევე აღსანიშნავია ნელსონ სემედუ და კლემან ლანგლე, რომლებსაც ერნესტო ვალვერდე ასევე ენდობა. დანარჩენი ფეხბურთელები კი სასტარტო შემადგენლობის წევრებად არ მოიაზრებიან.

სავარაუდოდ, ვალვერდე განაცხადში "ბარსა ბ"-ს უფრო მეტ წევრს შეიყვანდა, რომ არა რეგულაცია. წესების თანახმად, ახალგაზრდული გუნდებიდან განაცხადში მაქსიმუმ 6 ფეხბურთელის შეყვანა შეიძლება.

ამ შეზღუდვის მიუხედავად, დასვენების საშუალება მაინც ეძლევათ ტერ შტეგენს, პიკეს, რაკიტიჩს, ბუსკეტსს, კოუტინიოს, სუარესს და ალბას. ხოლო მესი, უმტიტი და ვერმალენი, ტრავმების გამო, ისედაც ვერ ითამაშებდნენ.

"კულტურალ ლეონესასთან" გასამართი მატჩის განაცხადი ასე გამოიყურება: სილესენი, სემედუ, დენისი, არტური, დემბელე, რაფინია, მალკომი, ლანგლე, სამპერი, მუნირი, ს. რობერტო, ვიდალი, ალენია, მირანდა, პუჩი, პენია, კუენკა, ჩუმი.

შეხვედრა ხვალ, 31 ოქტომბერს (თბილისის დროით უკვე ზეგ, 1 ნოემბერს, 00 საათსა და 30 წუთზე) გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    temo24
    სტუმარი [?]
    #7 1 ნოემბერი 2018 00:03
    0
    არტური რომ დაასვენოს კარგი იქნება და ვიდალი დააყენოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 31 ოქტომბერი 2018 16:50
    0
    ჩუმი და მუნჯი პიკეს ადგილზე ვერ წარმომიდგენია..
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    ფანი [?]
    #5 31 ოქტომბერი 2018 15:53
    0
    წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო! heart_eyes
    amiko
    სტუმარი [?]
    #4 31 ოქტომბერი 2018 10:29
    4
    იმედია დღეს მაინც იქნება მალკოლმი 11 ში
    Kingleo10m
    სტუმარი [?]
    #3 31 ოქტომბერი 2018 10:11
    2
    არტური ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაში იქნება. ამიტომ რომ დაისვენოს აჯობებს
    Culé [?]
    #2 31 ოქტომბერი 2018 08:36
    7
    Denisi aq mainc atamashos.ubralod mecodeba
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 ოქტომბერი 2018 04:02
    0
    აბა ვინ ჩემი ფეხებია რობერტო? ყველა მატჩში სასტარტოშია და დანარჩენები ძირიოთადისთვის არ მოიაზრებიან მარტო არტურიო joy