რონალდუ: მე და მესი 10 წელია, საუკეთესოები ვართ. მაინტერესებს, შეძლებს თუ არა ამას ოქროს ბურთის მომდევნო მფლობელი

რონალდუ: მე და მესი 10 წელია, საუკეთესოები ვართ. მაინტერესებს, შეძლებს თუ არა ამას ოქროს ბურთის მომდევნო მფლობელი

კრიშტიანუ რონალდუმ მოახლოებულ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა. მან რამდენიმე ფავორიტი დაასახელა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი და ლეო მესის დონემდე მისასვლელად მათ დიდი დრო დაჭირდებათ. 

"სალაჰი, მოდრიჩი, გრიზმანი, ვარანი, მბაპე... ალბათ, დაახლოებით იგივე სახელები იქნება და რომელიმე მათგანი გაიმარჯვებს, თუმცა, მაინტერესებს, მოახერხებენ თუ არა ისინი იგივე დონეზე ყოფნას 10 წლის განმავლობაში, როგორც მე და მესი ვიყავით და ისევ ვაგრძელებთ. 10 წელზე მეტია, ჩვენ მუდმივად სათავეში ვართ. 

ბევრს უნდა, რომ ერა დამთავრდეს, მაგრამ ასე არ მოხდება. მე აქ ვარ და კიდევ დიდხანს ვიქნები". - თქვა პორტუგალიელმა. 

გულშემატკივრების დიდი ნაწილი მესის და რონალდუს, რომლებიც ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ პრიზს 2008 წლის შემდეგ არავის უთმობენ, წელს  გამარჯვების კანდიდატად არ განიხილავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 31 ოქტომბერი 2018 15:17
    0
    ვარანი? რომელი ვარანი, კლასიკოზე რო ორი გოლი გვაჩუქა და მერე გააქრეს მეორე ტაიმში?
    Puyol 3
    სტუმარი [?]
    #3 31 ოქტომბერი 2018 03:11
    3
    მესი არაამქვეყნიურია ადამიანი რომელმაც გადატრიალება მოახდინა ფეხბურთში მაგრამ ვაღიაროთ რონალდუც ძალიან მაგარია რათქმაუნდა მესის ვერ შეედრება უბრალოდ გვიხაროდეს ფეხბურთის ქომაგებო ჩვენ ამათ დროს მოგვიწია ცხოვრებამ ამათ ჩვენ დროს შეიძლება დიდი დრო გავიდეს და ასეთი ფეხბურთელების ყურებით ვერ დავტკბეთ
    Culé [?]
    #2 30 ოქტომბერი 2018 23:10
    22
    მოდი შევთანხმდეთ სრულიად ობიექტურად ვამბობ წელს ოქროს ბურთს დიდი ალბათობით გადასცემენ მოდრიჩს ნუ მესის არანაირ შემთხვევაში მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ წინა წელს და არამარტო წინა წელს მესიმ ვიღაც მოდრიჩზე მინიმუმ მილიონჯერ მეტი გააკეთა უბრალოდ ის მესია და შეჩვეულია ამას უეფა აი იგივე რომექნა ვინმეს რაც მესიმ გააკეთა ამ სეზონში უეჭველი გადასცემდნენ ოქროს ბურთს უბრალოდ მესისგან იმდენად მიეჩვივნენ მესიმ რომ ერთ თამაშში 20 გოლი გაიტანოს არანაირი რეაქცია ექნება არავის
    ოქროს ბურთს ახლა სხვა კრიტერიუმით გადასცემენ რახან ლიგა დადო და მსოფლიოზე ფინალში ითამაშა მაგიტომ უნდა მისცენ ცუდად არგამიგოთ მოდრიჩს პატივს ვცემ უგენიალურესი ადამიანია უბრალოდ მე იმის თქმა მინდა რომ მოდრიჩიზე მეტად მესი იმსახურებს რადგან მინიმუმ მილიონჯერ მეტს აკეთებს
    akiL
    სტუმარი [?]
    #1 30 ოქტომბერი 2018 22:58
    8
    ამას ძაან მოუხდა ტურინული ჰაერი bowtie