ლეო მესის ნეიმარის დაბრუნება უნდა

ლეო მესის ნეიმარის დაბრუნება უნდა

"ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესი კატალონიურ კლუბში "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის დაბრუნებაზე თანახმაა. ამ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" ლიდერი მიიჩნევს, რომ მისი, ნეიმარისა და ლუის სუარესის შემტევი ტრიო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და არგენტინელ ფეხბურთელს მისი აღდგენის იმედი აქვს. მესი, ამასთანავე, თვლის, რომ ნეიმარის დაბრუნება გაზრდის გამარჯვების შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც კატალონიელებს 2015 წლის შემდეგ არ მოუგიათ.

ნეიმარმა კატალონიური გუნდი 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონ ევროდ დატოვა. მისი "ბარსელონური" კარიერა 186 მატჩს, 105 გოლსა და 76 შედეგიან გადაცემას მოიცავს.

ბოლო დროს 26 წლის ფეხბურთელის "ბარსაში" შესაძლო დაბრუნებაზე ინფორმაციამ არაერთხელ გაიჟღერა, თუმცა ცოტა ხნის წინ კლუბის პრეზიდენტმა, ჟოზეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი თავდამსხმელის დაბრუნება არ იგეგმება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 ოქტომბერი 2018 01:22
    2
    ნეიმარს კატართან ხელშეკრულება აქვს 2022 წლამდე - მსოფლიო ჩემპიონატის სახე უნდა იყოს და არაბებმა მაგ სახე არ აახიონ - არ გაუშვებენ არსად!
    Bero10
    სტუმარი [?]
    #1 30 ოქტომბერი 2018 17:31
    8
    Neta dabrundess