რატომ ვერ შეთანხმდნენ "ბარსა" და Mediapro "კამპ ნოუს" სპონსორობაზე...

  • 26-10-2018, 11:32
  • რატომ ვერ შეთანხმდნენ "ბარსა" და Mediapro "კამპ ნოუს" სპონსორობაზე...

    ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონა" და კომპანია Mediapro, გასულ ზაფხულში, "კამპ ნოუს" სახელის 20 წლით გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ შეთანხმება არ შედგა.

    El Pais-ის ცნობით, Mediapro 20-წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ 300 მილიონ ევროს იხდიდა. მხარეები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც ჟოზეპ მარია ბართომეუმ Mediapro-ს დამფუძნებელს, ხაუმე როურესს "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტის, სანდრო როსელის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე უარის თქმა მოსთხოვა.

    როსელი, ამჟამად, თაღლითობის ბრალდებით, ციხეში ზის.

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    1 - 26 ოქტომბერი 2018 11:46

    ესეიგი როსელის გამო გააუქმა ჩმორთომეუმ

    1