ჩავი: მესი რონალდუზე უკეთესია

ჩავი: მესი რონალდუზე უკეთესია

"ბარსას" ყოფილმა ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა Corriere Dello Sport-თან ინტერვიუში "ინტერთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ლეგენდარულ ესპანელს შანსი აქვს, სამშაბათს, თავისი 1001-ე მატჩი ჩაატაროს პროფესიონალურ კარიერაში. ფეხბურთელის თქმით, მისი მიზანი აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგებაა: "მინდა აზიის ჩემპიონი გავხდე და სამშაბათს ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრა გვაქვს. პირველი მატჩი შინ, 0-1 დავთმეთ, თუმცა ჯერ დაკარგული არაფერია და მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ. ამ თასის მოგება და დეკემბერში საკლუბო მუნდიალზე თამაში შესანიშნავი იქნებოდა."

ასევე, ჩავიმ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ტურნირის მოგება ან ვერ მოგება მის გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. "99%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთში ეს ჩემი ბოლო სეზონია. 39 წლის ასაკში, ვფიქრობ, უკვე დროა კურსი შევცვალო. მწვრთნელობა მინდა და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგი, მაისში კი უეფას კურსიც გავიარე."

"ბარსას" ყოფილ კაპიტანს ოთხშაბათს გასამართ მატჩზეც ჰკითხეს, "ინტერის" წინააღმდეგ და მან 2010 წლის დაპირისპირება გაიხსენა. "ბარსა ბურთს დაიჭერს,
"ინტერი" კი დაცვიდან თამაშს და კონტრშეტევებზე იკარდისა და პერიშიჩის გამოყენებას შეეცდება. ჩემი ყოფილი თანაგუნდელები ფავორიტები არიან და ნახავთ, როგორ გამოიყენებენ ბურთის ფლობაში დომინირებას, რათა იტალიელები დატანჯონ. რთულია, "კამპ ნოუდან" ზედმეტი სირთულის გარეშე წახვიდე."

რაც შეეხება მესის არ ყოფნას, ჩავის აზრით ეს სპალეტისთვის დიდი უპირატესობაა, რადგან ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. "სპალეტისთვის დიდი უპირატესობაა, რომ მას მესისთან შეხვედრა არ მოუწევს - საუკეთესო ფეხბურთელთან, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია. ის ერთადერთია, რომელსაც თამაშში გარდატეხის შეტანა ნებისმიერ დროს შეუძლია. ლეო კრიშტიანუზე უკეთესია. ვფიქრობ, ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Z E U S
    სტუმარი [?]
    #4 24 ოქტომბერი 2018 21:03
    0
    შენ ყველაზე უკეთესი ხარ (ჩემთვის)😘♥️
    fredo
    სტუმარი [?]
    #3 23 ოქტომბერი 2018 18:52
    2
    ეს კრიშტიანომაც იცის მაგრამ არ აღიარებს!!!!
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 23 ოქტომბერი 2018 17:56
    1
    ელ მაესტრო heart_eyes
    მასტერსპორტა
    სტუმარი [?]
    #1 23 ოქტომბერი 2018 14:55
    1
    ჩავყატარა heart_eyes