"ბარსელონამ" ლიდერობა დაიბრუნა

  • 21-10-2018, 00:45
  • "ბარსელონამ" ლიდერობა დაიბრუნა

    ლა ლიგის მე-9 ტურში, "ბარსელონამ" "სევილიას" უმასპინძლა, რომელიც რაუნდის დაწყების წინ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იყო. 

    კატალონიელები ძალიან სწრაფად დაწინაურდნენ. ლეო მესის პასის დახმარებით, გოლი ფილიპე კოუტინიომ გაიტანა, მალევე კი არგენტინელმა თავადაც შეაგდო. 63-ე წუთზე სხვაობა სამბურთიანი გახდა, როცა ანდალუსიური გუნდის კარში დანიშნული პენალტი ლუის სუარესმა გამოიყენა. ამის შემდეგ, ვითარება შედარებით დაიძაბა: სტუმრებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს და "ბარსა" მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გადაარჩინა, თუმცა გერმანელმა პაბლო სარაბიას დარტყმულის აღება ვერ მოახერხა. საპასუხოდ, ყოფილი გუნდის კარში ივან რაკიტიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში, 4-2, მაინც "სევილიამ" დააფიქსირა: პირველ დამატებულ წუთზე, "ბარსელონას" კარი ლუის მურიელმა აიღო. 

    პირველ ტაიმში მასპინძლებისთვის უსიამოვნო ფაქტიც მოხდა. ლეო მესიმ მკლავი დაიზიანა და მოედნის დატოვება მოუხდა.

    ამ გამარჯვების შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ლიდერობა დაიბრუნა. კატალონიელებს 17 ქულა აქვთ და მეორე პოზიციაზე მყოფ "ალავესს" ერთი ქულით უსწრებენ. 

    "ბარსა" მომდევნო მატჩს  ჩემპიონთა ლიგაზე, "ინტერის" წინააღმდეგ გამართავს, ამის შემდეგ კი "კამპ ნოუს" "რეალი" ეწვევა. 

    თეგები: სევილია

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.

    პარტნიორები

    Flashscore.ge