ალეიშ ვიდალი: "კამპ ნოუზე" თამაში რთულია

ალეიშ ვიდალი: "კამპ ნოუზე" თამაში რთულია

ალეიშ ვიდალი, რომელიც ზაფხულში "ბარსელონადან" "სევილიაში" გადავიდა, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს. 

"არც ისე კარგი სტარტის მიუხედავად, ცხრილის სათავეში ვართ და კარგი მწვრთნელი გვყავს. ბევრს ვიშრომებთ იმისთვის, რომ ასეთი ფორმა შევინარჩუნოთ. 

"კამპ ნოუზე" თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. აუცილებელია, რომ ერთი წამითაც არ მოეშვა. 

შეიძლება, არც ისე კარგ ფორმაში არიან და დაცვაში დანაკლისი აქვთ, მაგრამ "ბარსა" უმეტეს დროს შეტევაში ატარებს, ამ გუნდის ფეხბურთელები გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარითაც გამოირჩევიან. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, კატალონიელებს წინააღმდეგობა გავუწიოთ, გავიტანოთ და ლიდერობა შევინარჩუნოთ". - აცხადებს ვიდალი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.