დემბელეს საფრანგეთმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა [ვიდეო]

  • 17-10-2018, 08:04
  • დემბელეს საფრანგეთმა გერმანიის ნაკრები დაამარცხა [ვიდეო]

    გუშინ ღამით, ერთა ლიგაზე, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ექს-ჩემპიონს უმასპინძლა. საფრანგეთის და გერმანიის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა. 

    ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა, როცა უგო ლორისის კარში დანიშნული პენალტი გოლად ტონი კროოსმა აქცია. პირველი ტაიმი ასე დასრულდა, მეორე ნახევარში კი თავი ანტუან გრიზმანმა გამოიჩინა, რომელმაც 62-ე წუთზე თავით შეაგდო, 80-ზე კი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში - 2:1 - დააფიქსირა. 

    "ბარსელონას" შემტევმა, უსმან დემბელემ მოედანზე მატჩის ბოლო წუთები გაატარა. მან 86-ე წუთზე კილიან მბაპე შეცვალა. 

    ამ გამარჯვების შემდეგ, სამ თამაშში მოპოვებული 7 ქულით საფრანგეთის ნაკრები პირველ ადგილზეა, გერმანიას კი მხოლოდ 1 ქულა აქვს. ჰოლანდიის ნაკრები კი, რომელსაც ორი მატჩი აქვს ჩატარებული, 3 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. 


    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    17 ოქტომბერი 2018 09:36

    გერმანიის ნაკრები გაბანძდა

    2
    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

    პარტნიორები

    Flashscore.ge
    Include files from root directory is denied