კარლეს ალენია: ვალვერდესთან არაფერზე შევთანხმებულვარ

კარლეს ალენია: ვალვერდესთან არაფერზე შევთანხმებულვარ

როგორც მოგეხსენებათ, წელს ახალგაზრდა ნახევარმცველს წესით "ბარსელონას" პირველ გუნდში უნდა ეთამაშა, თუმცა ტრავმის გამო ფორმის აღსადგენად დროებით სარეზერვო გუნდს დაუბრუნდა და ერნესტო ვალვერდეც ჯერ-ჯერობით შანსს არ აძლევს.

"მთავარი იდეა ისაა, რომ მთელი წელი სარეზერვო გუნდში არ გავატარო. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მე და ვალვერდე არაფერზე შევთანხმებულვართ."

ალენიამ ეს განცხადება კატალონიელი ფეხბურთელების დაჯილდოებაზე გააკეთა, სადაც ჯილდო მას ჟოსეპ მარია ბართომეუმ გადასცა.
"ჩემი თავი "ბარსელონას" გარეთ არ წარმომიდგენია. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარ და 7 წლიდან ჩემი ოცნება სწორედ აქ თამაშია."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 17 ოქტომბერი 2018 01:54
    0
    ალენიას თამაშები არ მომწონს