ლუკა დინი: "ბარსელონაში" გადასვლას არ ვნანობ

ლუკა დინი: "ბარსელონაში" გადასვლას არ ვნანობ

ლუკა დინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც განაპირა მცველმა კლუბი შეიცვალა, მიუხედავად ამისა, იგი ამაყობს, რომ მსოფლიოს უდიდესი კლუბის ღირსებას იცავდა.

Le Parisien მარცხენა მცველის სიტყვებს ციტირებს: "ბარსელონაში" 46 თამაში ჩავატარე, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ საქმე სათამაშო დროში იყო. ჩემს გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში 2 წელი გავატარე." ამასთან, ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბედნიერია იმ არჩევანით, რომელიც კატალონიური გრანდის დატოვებისას გააკეთა - შეგახსენებთ, რომ დინი ამჟამად "ევერტონის" ღირსებას იცავს.

"აქაურობა ძალიან მომწონს. პრემიერ ლიგა კი შესანიშნავი ტურნირია, ყოველ კვირას შესანიშნავი შეხვედრებით. აქ თამაშის დროს უფრო მეტი სივრცეებია, უფრო მეტი დუელია და ფიზიკურადაც უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს."

დინმა ისიც აღიარა, რომ თავდაპირველად პრემიერ ლიგასთან ადაპტაცია ფიზიკური მახასიათებლების მხრივ გაუჭირდა. "პირველ თამაშში, "ჰადერსფილდთან", 75-ე წუთზე უკვე დაღლილი ვიყავი. უკვე წლებია, ეს არ მიგრძვნია."

25 წლის უკანახაზელმა, რომლის ტრანსფერიც მერსესაიდელებს 20მ+1.5 (ბონუსების სახით) დაუჯდათ, ისიც განაცხადა, რომ კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა. "გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღე, რაც მარკოს სილვას ტელეფონით ვესაუბრე. ჩემი თავი მხოლოდ აქ დავინახე. მე თამაში მჭირდებოდა, მჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც ფლანგებიდან შეტევაზე აკეთებს აქცენტს. ეს სწორედ ისაა, რაც ჩემს კარიერას სჭირდებოდა."

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე დინი განაცხადში ვერ მოხვდა. "ბარსელონაში ჩემს სახლში ვიყავი, მეუღლესთან ერთად. ეს დიდი იმედგაცრუება იყო. მსოფლიო ჩემპიონატს ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებულად ელის. ძალიან რთული მომენტი იყო, როცა დავინახე, რომ სიაში არ ვიყავი. ამას არ მოველოდი. ჩემი უკმაყოფილება და იმედგაცრუება არასდროს გაქრება, მაგრამ გადაწყვეტილებები მწვრთნელის მისაღებია. მე მათ მხოლოდ პატივი უნდა ვცე. ფეხბურთელამდე მე პირველ რიგში ფრანგი ვარ, ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატს ისე ვუყურე, როგორც რიგითმა ფანმა - მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად არც ერთი მატჩი გამომიტოვებია. მათ ტურნირის ბოლომდე ვუჭერდი მხარს და ვამაყობდი იმით, თუ როგორ თამაშობდნენ ჩემი მეგობრები. მათ გამარჯვებაც მივულოცე."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Mess10
    სტუმარი [?]
    #3 15 ოქტომბერი 2018 13:06
    1
    აუ რა ცოდოა ტიპი, მსოფლიოზე არ წაიყვანეს და მაინც და მაინც მაშინ მოიგო საფრანგეთმა :(((
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #2 15 ოქტომბერი 2018 12:57
    0
    არ უნდა გაეყიდათ დინიე ყველაზე დიდი შეცდომა
    Korleone
    სტუმარი [?]
    #1 15 ოქტომბერი 2018 11:58
    0
    დინი კიარა გომეშის თამაში თუნახეთ ვინმემ მაინტერესებს ისევ ისე თუა მოხოდილი