ვიდალის ჩილე პერუსთან განადგურდა [ვიდეო]

ვიდალის ჩილე პერუსთან განადგურდა [ვიდეო]

მაიამიში, "ჰარდ როქ სთედიუმზე" ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს პერუს და ჩილეს ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სრულად ჩაატარა არტურო ვიდალმა, რომლის გუნდმა შექმნილი მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა. 

სამაგიეროდ, თამაში ნომინალურ მასპინძლებს წაუვიდათ: პერუელები 64-ე წუთზე ენსო როკოს ავტოგოლით დაწინაურდნენ, მატჩის მიწურულს კი პედრო აკინომ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა. 

წარმოგიდგენთ თამაშის ვიდეო-მიმოხილვას. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2018 14:30
    0
    არაუშავს ამხანაგურია