"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური განცხადება მესისთან დაკავშირებით

  • 13-10-2018, 23:30
  • "მანჩესტერ სიტის" ოფიციალური განცხადება მესისთან დაკავშირებით

    ინგლისური კლუბი ოფიციალური განცხადებით უარყოფს სიტყვებს, რომლებიც პრესამ მათ პრეზიდენტს, ხალდუნ ალ-მუბარაქს მიაწერა, რომლის თანახმადაც "ქალაქელებმა" მესის იმაზე სამჯერ მეტი ხელფასი შესთავაზეს, რამდენსაც იგი "ბარსელონაში" იღებს.

    "კატეგორიულად უარვყოფთ Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ჩვენი პრეზიდენტის სიტყვებს." - ნათქვამია პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონის განცხადებაში.

    ისტორია იქიდან დაიწყო, როცა მუბარაქმა კონფერენციაზე პუბლიკის კითხვებს ღიად უპასუხა. არსებობს თუ არა ფეხბურთელი, რომლის შეძენაც გინდოდათ და ვერ მოახერხეთ? - ასე ჟღერდა ერთ-ერთი შეკითხვა, რაზეც "სიტის" პრეზიდენტმა უპასუხა - "დიახ, მესი".

    როგორც ჩანს, პრესამ ამ სიტყვებს უფრო დიდი კუდი გამოაბა და მუბარაქის სიტყვები "განავრცო", თითქოს მესის პირადად გვარდიოლა ესაუბრა და იმაზე სამჯერ დიდი ანაზღაურება შესთავაზა, ვიდრე ის "ბარსელონაში" იღებს, თუმცა არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა უარი განაცხადა. სწორედ ამ ნაწილს უარყოფენ ინგლისელები.

    "არ არსებობს ვიდეომასალა, რომელიც ამ სიტყვებს დაადასტურებს. ამას "მანჩესტერ სიტი" კატეგორიულად უარყოფს და ვთხოვთ პრესას, მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.".

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 14 ოქტომბერი 2018 14:34

    მესი ბარსას არ დატოვებს

    7
    გასულია

    1 - 13 ოქტომბერი 2018 23:52

    რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა, მთავარია ლეო იქაა სადაც უნდა იყოს.

    15